TUDA-ს იდეების კონკურსი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის – „თქვენზე მორგებული უბანი!“

სიახლეები

თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (TUDA) აცხადებს იდეების კონკურსს „თქვენზე მორგებული უბანი! – იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“. კონკურსი გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, KfW ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „მდგრადი ურბანული მობილობა თბილისში” (Sustainable Urban Mobility in Tbilisi – SUM Tbilisi) ნაწილია.

კონკურსის მიზანია დედაქალაქში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიური გამოცდილებისა და ცოდნის საფუძველზე გამოვლინდეს პრაქტიკული და საზოგადოებისთვის სასარგებლო იდეები, რომლებიც მარჯანიშვილისა და მიმდებარე ტერიტორიებზე ურბანული გარემოსა და გადაადგილების პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, პირთა ჯგუფს ან ორგანიზაციას, რომელსაც საკონკურსო ტერიტორიასთან ყოველდღიური კავშირი აქვს ­- მაგალითად, იქ ცხოვრობს, მუშაობს, სწავლობს, რეგულარულად გადაადგილდება. განსაკუთრებით საინტერესოა სტუდენტების წინადადებები საჯარო სივრცეების, უსაფრთხოების, ხელმისაწვდომობის, გარემოს დაცვისა და თანამედროვე ურბანული გარემოს განვითარების შესახებ.

მონაწილეობისთვის პროფესიული ან სექტორული გამოცდილება სავალდებულო არ არის. განაცხადის პირველ ეტაპზე მონაწილემ უნდა აღწეროს: არსებული პრობლემა, შესაბამისი ადგილმდებარეობა, პრობლემის მოგვარების გზა და ის, თუ ვის და როგორ დაეხმარება ეს ინიციატივა.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 31 ოქტომბერი, 17:00 საათი. განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ოფიციალური ონლაინფორმით, ელფოსტაზე ideacompetition@tbilisi.gov.ge ან თბილისის მერიაში, ჟ. შარტავას ქუჩა 7.

გამარჯვებული იდეების ავტორებისთვის გათვალისწინებულია არამონეტარული ჯილდოები.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა დაგეგმილია 13 ოქტომბერს (2026 წ.); TUDA-ს წარმომადგენლები სტუდენტებს კონკურსის მიზანს და მონაწილეობის პირობებს გააცნობენ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ორგანიზატორებს ელფოსტაზე ideacompetition@tbilisi.gov.ge ან ტელეფონზე (+995) 555 900 281 / (+995 32) 2 72 22 22, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე.

სრული პირობები, ოფიციალური რუკა და განაცხადის ფორმა იხილეთ ვებგვერდზე.

კონკურსი ღიაა ნებისმიერი სპეციალობის სტუდენტისთვის, მათ შორის უცხოელი სტუდენტებისთვის. სტუ-ის სტუდენტებს კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის შეუძლიათ მიმართონ თავიანთი ფაკულტეტის დეკანატს.


მსგავსი

სიახლეები

UNI4VERSE FINEDU-ს საინფორმაციო შეხვედრა სტუ-ში

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი სტუდენტებს ფინანსური განათლებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვაციური პროტოტიპების შექმნისა და Web Summit-ზე გამგზავრების შანსს აძლევს. საქართველოს ტექნიკურ...

სიახლეები

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ქართულ და აფხაზურ ენებზე საერთაშორისო კონფერენციის თეზისების კრებული გამოსცა

„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა პირველად შექმნა შესაძლებლობა, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, სამეცნიერო კომუნიკაცია ქართულ და აფხაზურ ენებზე განხორციელებულიყო, ხოლო კონფერენციის თეზისების კრებული...

სიახლეები

პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი სტუდენტებს ლიეტუვური ენის შესწავლას სთავაზობს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი სტუ-ის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შესასწავლად იწვევს. ლიეტუვური ენისა...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი – „არ უნდა დავივიწყოთ აფხაზეთი, არ უნდა დავივიწყოთ დაღუპულები და ვეტერანები, არ უნდა დავივიწყოთ დევნილი ოჯახების ტკივილი“

„თავსმოხვეულმა კონფლიქტმა და აფხაზეთის ომმა ქვეყანას უმძიმესი მემკვიდრეობა დაუტოვა – უდიდესი მსხვერპლი, დანგრეული ოჯახები, დაკარგული კერები, ასიათასობით დევნილი, დაობლებული ბავშვები...

სიახლეები

თბილისის მერიამ სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაზე განცხადებების მიღება დაიწყო

თბილისის მერია “სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის” ფარგლებში 2026-2027 შემოდგომის სემესტრამდე, უმაღლესი განათლების  სამივე აკდემიური საფეხურის სტუდენტებსთვის დაფინანსების მიზნით განცხადებას ავრცელებს. განცხადების...

სიახლეები

სტუ-ის რექტორმა ღვაწლმოსილ თანამშრომლებს ოქროს მედლები და საპატიო დიპლომები გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის, მეცნიერების განვითარებასა და ახალი თაობების...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?