„მულტიდისციპლინური სამეცნიერო კვლევების გლობალური პრაქტიკა“ — III საერთაშორისო კონფერენცია სტუ-ში


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში III საერთაშორისო კონფერენცია – „მულტიდისციპლინური სამეცნიერო კვლევების გლობალური პრაქტიკა“ – გაიმართა. ღონისძიებამ სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულების მკვლევრებსა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს თანამედროვე კვლევითი შედეგებისა და გამოცდილების გაზიარების, პროფესიული დიალოგისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა მისცა.

წარმომადგენელთა ერთ სივრცეში გაერთიანება, თანამედროვე კვლევითი მიდგომებისა და მიღწევების ურთიერთგაზიარება, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერება და სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრებს შორის პროფესიული და სამეცნიერო კავშირების განვითარება იყო.

საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში საქართველოსთან ერთად მონაწილეობდნენ ევროპისა და აზიის 17 ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

კონფერენციის ოფიციალურ გახსნაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა. მისი თქმით, ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია აკადემიური და სამეცნიერო დიალოგის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

კონფერენციის ოფიციალურ გახსნაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა. მისი თქმით, ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია აკადემიური და სამეცნიერო დიალოგის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. ვიცე-რექტორმა ხაზი გაუსვა სხვადასხვა ქვეყნის მკვლევართა შორის გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას თანამედროვე გამოწვევების დასაძლევად და აღნიშნა, რომ მსგავსი მასშტაბის ღონისძიებები მნიშვნელოვნად ამაღლებს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის ხარისხს, ხოლო   ახალგაზრდა მეცნიერებს ახალ ასპარეზს უხსნის საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში.

კონფერენციის სამუშაო სესიები გამოირჩეოდა თემატური მრავალფეროვნებით და მულტიდისციპლინური კვლევების ფართო სპექტრს მოიცავდა. ორი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილე მეცნიერებმა წარმოადგინეს თავიანთი ახალი  კვლევები და აქტუალურ გამოწვევებზე იმსჯელეს, მოხსენებებსა და დისკუსიებში განიხილეს საინჟინრო განათლების, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ციფრული ტექნოლოგიების, კიბერ-კომუნიკაციის, სოციალური მეცნიერებების, სოფლის მეურნეობის, მედიცინის, ქიმიური ტექნოლოგიისა და  გარემოსდაცვითი გამოწვევების აქტუალური საკითხები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევართა სამეცნიერო მოხსენებებს. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს კვლევის შედეგები საინჟინრო განათლების, ქართული სახელმწიფო ენის, ტექნოლოგიური განვითარების, კლინიკური მონაცემების ანალიზის, საგზაო ინფრასტრუქტურისა და გარემოსდაცვითი გამოწვევების მიმართულებით.

კონფერენციის პროგრამა ასევე მოიცავდა ონლაინ სამუშაო სესიებს, რამაც სამეცნიერო დისკუსიებსა და თემატურ სესიებში უცხოელი მკვლევრების ჩართულობის შესაძლებლობა გააფართოვა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობისთვის დამატებითი სივრცე შექმნა.

III საერთაშორისო კონფერენციის – „მულტიდისციპლინური სამეცნიერო კვლევების გლობალური პრაქტიკა“ – წარმატებით ჩატარებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის როლი საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებაში. ღონისძიებამ ხელი შეუწყო უცხოელ პარტნიორებთან აკადემიური ურთიერთობების გაღრმავებას, ახალი პროფესიული კავშირების ჩამოყალიბებასა და უნივერსიტეტის სამეცნიერო საქმიანობის საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში წარმოჩენას.


მსგავსი

კონფერენციები და სემინარები

„სტუ ნანო 2026 – ნანოტექნოლოგია“- მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „სტუ ნანო 2026 - ნანოტექნოლოგია“ გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც სფეროს ცნობილი მკვლევრები,...

კონფერენციები და სემინარები

სტუ-ში რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ასევე ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი დაესწრნენ

„დღეს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპს გადის. მიმდინარე რეფორმა თავისი მასშტაბითა და შინაარსით ეხება იმ ფუნდამენტურ საკითხებს, რომლებიც...

Placeholder
კონფერენციები და სემინარები

თბილისში DUGEOR-ის დასკვნითი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

2 სექტემბერს,  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ CBHE პროექტის DUGEOR-ის დასკვნითი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე შეჯამდა პროექტის ფარგლებში საქართველოში დუალური უმაღლესი...

კონფერენციები და სემინარები

სტუ-ში წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მე-13 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიკოს ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ტრადიციული მე-13 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია - „წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის,...

სიახლეები

სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვის ღონისძიება სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. კონფერენცია უკვე მრავალი წელია წარმოადგენს...

კონფერენციები და სემინარები

„ქართული სასულიერო არქიტექტურა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“- საერთაშორისო კონფერენცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ქართული...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?