სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტები „არემჯის“ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობენ
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის „არემჯის“ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ისინი ერთთვიანი პრაქტიკული სწავლების ფარგლებში უშუალოდ საწარმოო გარემოში იღებენ პროფესიულ გამოცდილებას, ეცნობიან თანამედროვე სამთო-მოპოვებით და გადამამუშავებელ ტექნოლოგიებს და უნივერსიტეტში მიღებულ თეორიულ ცოდნას რეალურ სამუშაო პროცესებთან აკავშირებენ. წლევანდელი საზაფხულო სკოლის განსაკუთრებული მნიშვნელობა ის არის, რომ პროექტი პირველად გასცდა ერთი უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობის ფორმატს და მასში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, სხვა ქართული უნივერსიტეტების და უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებიც ჩაერთნენ. ჩვენი შეფასებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან თანამედროვე საინჟინრო განათლება სულ უფრო მეტად ეფუძნება არა მხოლოდ კონკრეტული უნივერსიტეტისა და კონკრეტული დარგის ცოდნას, არამედ სხვადასხვა აკადემიური სკოლის, პროფესიული გამოცდილებისა და საერთაშორისო პრაქტიკის ურთიერთგაზიარებას“. – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი აცხადებს.
სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტები კომპანია „არემჯის“ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობენ. სტუდენტური მხარდაჭერის პროექტი, რომელიც „არემჯის“ ინიციატივით და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით უკვე მერვე წელია ხორციელდება, ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა უშუალოდ საწარმოო გარემოში მიღებულ პრაქტიკულ გამოცდილებას დაუკავშირონ.
აღსანიშნავია, რომ საზაფხულო სკოლა წელს პირველად საერთაშორისო ფორმატში იმართება. ქართველ სტუდენტებთან ერთად პროგრამაში გერმანელი, ხორვატი და ეგვიპტელი სტუდენტებიც ჩაერთნენ, რომლებიც საქართველოში ევროპული საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის – TIMREX-ის (T-Shaped Master Programme for Innovative Mineral Resource Exploration) ფარგლებში იმყოფებიან.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი აღნიშნავს, სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერებისა და ინდუსტრიასთან უშუალო კავშირის თვალსაზრისით. თამარ წერეთლის თქმით, საზაფხულო სკოლაში სტუდენტები პროფესიული ინტერესებისა და სპეციალიზაციის შესაბამისად ნაწილდებიან. პრაქტიკული სწავლება მოიცავს გეოლოგიას, რესურსულ გეოლოგიას, გეოტექნიკას, სამარკშეიდერო საქმეს, მიწისქვეშა სამთო მოპოვებას, მადნის გამდიდრებასა და ქიმიურ ტექნოლოგიებს.
„ჩვენი სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა ნიშნავს, რომ მათ შესაძლებლობა აქვთ, პროფესიულ გარემოში იმუშაონ არა მხოლოდ ქართველ, არამედ სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებთან ერთად. ასეთი გამოცდილება აფართოებს მათ პროფესიულ ხედვას, ხელს უწყობს განსხვავებული მიდგომების გაცნობას და უვითარებს გუნდური მუშაობისა და საერთაშორისო პროფესიულ გარემოში კომუნიკაციის უნარებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროცესი მიმდინარეობს რეალურ ინდუსტრიულ გარემოში, სადაც აკადემიური ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებასთან ინტეგრირდება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ინდუსტრიასთან თანამშრომლობის გაძლიერება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენ გვჭირდება ისეთი საინჟინრო განათლების სისტემა, რომელიც სტუდენტს არა მხოლოდ ცოდნას აძლევს, არამედ შესაძლებლობასაც, რომ ცოდნა პრაქტიკაში გამოსცადოს და თანამედროვე ინდუსტრიის რეალურ მოთხოვნებს სწავლის პროცესშივე გაეცნოს. სწორედ ამ თვალსაზრისით არის „არემჯის“ საზაფხულო სკოლა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პლატფორმაა.
ამასთანავე, პროექტის საერთაშორისო ფორმატში გადასვლა კიდევ უფრო აძლიერებს მის საგანმანათლებლო ღირებულებას. ჩვენი პარტნიორობა საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა TIMREX-თან და საერთაშორისო სტუდენტების ჩართულობა ხელს უწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას, სტუდენტური პროფესიული ქსელების ჩამოყალიბებას და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში კიდევ უფრო აქტიურ ინტეგრაციას. მომავალი წლიდან საზაფხულო სკოლაში ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტის სტუდენტებიც ჩაერთვებიან, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქართული სამთო-გეოლოგიური განათლების და საერთაშორისო კავშირების გაძლიერებას.
მოხარული ვართ, რომ ამ პროცესის მონაწილეები ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. ვფიქრობთ, შეძენილი გამოცდილება მათ პროფესიულ განვითარებაზე მნიშვნელოვან კვალს დატოვებს და უზრუნველტოფს ახალი თაობის ისეთი ინჟინრების მომზადებას, რომლებიც კონკურენტუნარიანები იქნებიან როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო სამთო-გეოლოგიურ და საინჟინრო სივრცეში“.
– პროფესორი თამარ წერეთელი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი TIMREX-ის პარტნიორი ინსტიტუციაა. TIMREX მინერალური რესურსების ინოვაციური კვლევის მიმართულებით შექმნილი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაა, რომელიც ევროპის რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტსა და ინდუსტრიულ ორგანიზაციას აერთიანებს. პროგრამის პარტნიორ ინსტიტუციებს შორისაა: მისკოლცის უნივერსიტეტი (უნგრეთი), ზაგრების უნივერსიტეტი (ხორვატია), ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (პოლონეთი) და ლულეოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (შვედეთი).
მსგავსი
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები, აკადემიური და ადმინისტრაციული...
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე AI ჰაკათონი – „BrainHack-AI 2026“ ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მასშტაბურ ჰაკათონს - „BrainHack-AI 2026“ უმასპინძლა. ინტენსიურ, დინამიკურ და...
„ბლუმსდეი 2026“-ის ფარგლებში შემეცნებითი და კულტურული ღონისძიება სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, ქართულ-ირლანდიური ცენტრის ინიციატივით, „ბლუმსდეი 2026“-ის ფარგლებში შემეცნებითი და კულტურული ღონისძიება გამართა, რომელიც...
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ოჯახი, სადაც ყველა ერთმანეთს გვერდში უდგას” – სტუ-ის სტუდენტი
„როდესაც უნივერსიტეტის არჩევის ეტაპზე ვიყავი, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთი მიმართულების მოძიება, რომელიც ქვეყნის განვითარებაში ჩემი წვლილის შეტანის შესაძლებლობას მომცემდა. სწორედ...
სტუ-ის იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელამ საიუბილეო თარიღი აღნიშნა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობილმა შემოქმედებითმა ჯგუფმა, არაერთი ეროვნული და საერთაშორისო კონკურსისა თუ ფესტივალის ლაურეატმა, იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელამ...
„სტუდფესტი 2026“-ის გამარჯვებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდფესტი 2026“-ის ერთპიროვნული გამარჯვებული და აღნიშნული ახალგაზრდული ღონისძიების გრან-პრის მფლობელია. გამარჯვებული უმაღლესი სასწავლებელი, ასევე, სტუდენტური ფესტივალის მონაწილე...
