სტუ-ში ფილოსოფიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერითა და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, ფილოსოფიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა.
უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიება ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა და მას ქართველ მეცნიერებთან ერთად ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორი – ანდრეას არნდტი და ზადარის უნივერსიტეტის (ხორვატია) პროფესორი – იურე ზოვკო, ესწრებოდნენ.
ფილოსოფიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა. დავით გურგენიძემ, დამსწრე საზოგადოებას ფილოსოფიის საერთაშორისო დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ფილოსოფიას აკადემიურ სივრცეში განსაკუთრებული ადგილი უკავია, იმდენად, რამდენადაც იგი ყველა მეცნიერების საწყისია. ფილოსოფიიდან იღებს სათავეს არა მხოლოდ ჰუმანიტარული მეცნიერებები, როგორებიცაა – თეოლოგია, სოციოლოგია, კულტურის კვლევები, მედიის მეცნიერება და ა.შ., არამედ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები – ფიზიკა, ასტრონომია, გეომეტრია, მათემატიკა, ქიმია, მექანიკა და ა.შ.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ის უმაღლესი სკოლაა, სადაც ფილოსოფიას, როგორც მეცნიერებას, როგორც დარგს განვითარების დიდი შესაძლებლობები აქვს. ფილოსოფია ისეთი დისციპლინაა, რომელიც სხვადასხვა მეცნიერების თანამშრომლობის პერსპექტივას იძლევა და ხსნის. დღეს თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენი მიზანია, უნივერსიტეტში აღნიშნული პრობლემატიკით დაინტერესებული პროფესორებისა და ახალგაზრდა მკვლევარების შეკრება და მათი სამეცნიერო მუშაობის სტიმულირება. გილოცავთ და ქართულ აკადემიურ, პირველ რიგში, ფილოსოფიურ საზოგადოებას წარმატებას ვუსურვებ ისეთი კვლევების განხორციელების გზაზე, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების კიდევ უფრო მეტად განვითარების საწინდარი იქნება“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.
საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის პროფესორის, სტუ-ის სამეცნიერო კლასტერის – „სახელმწიფო – სამართალი – კულტურა“ ხელმძღვანელის, მამუკა ბერიაშვილის განცხადებით, უნივერსიტეტში ფილოსოფიის საერთაშორისო დღის აღნიშვნა რამდენიმე წლის წინ, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით დაიწყო.
„პირველ რიგში, მადლობა მინდა მოვახსენო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, რომლის ინიციატივით, მხარდაჭერით და თანადგომით მესამე წელია რაც აღვნიშნავთ ფილოსოფიის მსოფლიო დღეს. ეს არის ერთგვარი სტიმული ჩვენი სტუდენტებისათვის, რომლებიც სამეცნიერო კლასტერს – „სახელმწიფო – სამართალი – კულტურა“, წარმოადგენენ. ვულოცავ კოლეგებს დღევანდელ დღეს, წარმატებებს ვუსურვებ მათ და მადლობა ჩვენს სტუმრებს პროფესორებს ანდრეას არნდტის და იურე ზოვკოს საჯარო ლექციაში მონაწილეობისათვის“, – განაცხადა მამუკა ბერიაშვილმა.
დამსწრე საზოგადოებას ფილოსოფიის საერთაშორისო დღე მიულოცეს ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორმა ანდრეას არნდტი და ზადარის უნივერსიტეტის პროფესორმა იურე ზოვკომ. როგორც მეცნიერებმა აღნიშნეს, მათთვის დიდი პატივია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა.
ღონისძიებაზე საჯარო მოხსენებით – „თავისუფლების იდეის ისტორიული და სისტემური საფუძვლები“ წარსდგა საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის პროფესორი, სტუ-ის სამეცნიერო კლასტერის – „სახელმწიფო – სამართალი – კულტურა“ ხელმძღვანელი მამუკა ბერიაშვილი. ღონისძიების ფინალური ნაწილი საჯარო დისკუსიას დაეთმო.
Related
GTU Rector Expresses Condolences on the Passing of Paata Natsvlishvili
David Gurgenidze, Rector of Georgian Technical University and Academician, on behalf of the university community, expresses deep sorrow over the...
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...