„ABET აკრედიტაციის სტანდარტები და გამოწვევები“ – სემინარების ახალი ციკლი სტუ-ში
3-5 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო აკრედიტაციის ცენტრის ორგანიზებით, შიდა საუნივერსიტეტო სემინარების ახალი ციკლი ჩატარდა. სემინარს თემაზე – „ABET აკრედიტაციის სტანდარტები და გამოწვევები“ საერთაშორისო აკრედიტაციის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე გოცირიძე ხელმძღვანელობდა.
სემინარების მიზანი იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ინფორმირება საერთაშორისო ABET აკრედიტაციის კონცეფციის, აკრედიტაციის პროცესის, სტანდარტებისა და მიღების პროცედურების შესახებ.
მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს თემები, როგორიცაა:
- ABET სტანდარტები და მათი მიღების პროცედურები;
- საინჟინრო პროგრამების აკრედიტაციის სპეციფიკა;
- ABET თვითშეფასების ანგარიშის (Self-Study Report) სტრუქტურა და მომზადების ეტაპები;
- სტუდენტთა სწავლის შედეგების შეფასების მექანიზმები ABET-ის კრიტერიუმების შესაბამისად;
- პროგრამის სწავლის შედეგების რუბრიკებით შეფასების ეფექტურობა;
- დოკუმენტაციის ორგანიზება და წარდგენა ABET-ის შემფასებელთა გუნდისთვის;
- მომზადება ABET-ის შეფასების ვიზიტისთვის და სხვა აქტუალური საკითხები.
ყოველწლიური სემინარების ციკლი ხელს უწყობს უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოების ჩართულობას საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესებში და ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული ინოვაციური ხედვების განხორციელებაში.
Related
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...