„ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირება”- სტუ-ში სტუდენტთა და მოსწავლეთა მეორე ოლიმპიადა ჩატარდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ორგანიზებით, სტუდენტთა და მოსწავლეთა მეორე ოლიმპიადა – „ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირება” ჩატარდა.
ოლიმპიადაში, რომელიც ონლაინ ფორმატში 4-11 დეკემბერს ჩატარდა, მონაწილეობა მიიღო საჯარო სკოლების 32-მა მოსწავლემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 23-მა სტუდენტმა.
მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნოე ხოზრევანიძის თქმით, ოლიმპიადის მონაწილე მოსწავლეებს მიეცათ დავალება, კომისიისთვის წარედგინათ საქართველოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივის – „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში“ – ფარგლებში შექმნილი საინფორმაციო ბროშურების მიხედვით მომზადებული 20 შეკითხვის ტესტის პასუხები და 10-ქულიანი ესე, ხოლო სტუდენტებისთვის 50-ქულიანი ტესტური დავალება იყო შემუშავებული.
„ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება მნიშვნელოვანი ელემენტია როგორც კატასტროფების მართვისთვის, ისე მდგრადი განვითარებისთვის. დღეს, მსოფლიოში, განსხვავებით ადრეული წლებისა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კატასტროფებისადმი მზადყოფნას. მეცნიერები არ დავობენ, რომ კატასტროფების რისკების შემცირება შესაძლებელია – სწორედ ეს ძირითადი ნიუანსები იყო ოლიმპიადის ჩატარების ძირითადი მოტივი. წარმატებებს ვუსურვებ გამარჯვებულებს”, – განაცხადა ნოე ხოზრევანიძემ.
სტუდენტთა და მოსწავლეთა მეორე ოლიმპიადის – „ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირება” – საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
მოსწავლეთა შორის:
- I ადგილი – ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხის საჯარო სკოლის მოსწავლე მურმან ნაფეტვარიძე – 28 ქულით;
- II ადგილი – წალკის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე თაკო გაბროშვილი – 27 ქულით;
- III ადგილი – წალკის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები – ტატიანა ბერიდუ და ლანა კახაძე – 23 ქულით;
სტუდენტებს შორის:
- I ადგილი – მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტი მარიამ ბაქრაძე – 40 ქულით;
- II ადგილი – მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტი ვახტანგ ნაზღაიძე – 39 ქულით;
- III ადგილი – სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი ღამბაშიძე და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტები – ანა დოლიძე, ბაჩა თაბაგარი – 38 ქულით.
დასკვნით ღონისძიებაზე მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ოლიმპიადის მონაწილეებს სერტიფიკატები, ხოლო გამარჯვებულებს სიგელები გადასცა.
Related
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...