„ERASMUS+“ თანამშრომელთა მობილობის კვირეული სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში ევროკავშირის პროგრამის „ERASMUS+“-ის ეგიდითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის – „ERASMUS+ Credit Mobility“-ს ფარგლებში, თანამშრომელთა მობილობის კვირეული მიმდინარეობს.
„ERASMUS+“-ის კვირეულში, რომელიც ტრენინგების კურსს მოიცავს, მონაწილეობენ „ERASMUS+ Credit Mobility“-ის კოორდინატორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები ევროპის შემდეგი ქვეყნებიდან:
- საფრანგეთი – ტულუზის უნივერსიტეტი;
- რუმინეთი – კლუჟ-ნაპოკის ტექნიკური უნივერსიტეტი
- პოლონეთი – ვარმია და მაზურის უნივერსიტეტი ოლშტინში, ვროცლავის, ჟეშუვის და სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტები;
- თურქეთი – სივასის რესპუბლიკის, გაზის, კასტამონუს, სტამბოლის ბილგი უნივერსიტეტები;
- ჩეხეთის რესპუბლიკა – მენდელის უნივერსიტეტი ბრნოში.
Erasmus+ თანამშრომელთა მობილობის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორ, პროფესორ თამარ ლომინაძესა და ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მოეწყო, რომელზეც კვირეულის საკვანძო საკითხები განიხილეს.
შეხვედრას სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.
როგორც თამარ ლომინაძემ აღნიშნა, პროექტი „ERASMUS+ Credit Mobility” და „ERASMUS+ თანამშრომელთა კვირეული მრავალმხრივ შეუწყობს ხელს საქართველოს ტექნიკურ ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის პროცესების შემდგომ განვითარებას.

„სასიხარულოა, რომ „ERASMUS+ თანამშრომელთა მობილობის კვირეულის ფარგლებში, ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან მაღალი რანგის კოლეგები გვსტუმრობენ. მინდა მათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის საუკეთესო სურვილები გადავცე და მისი სახელით, წარმატებები ვუსურვო. ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც აკადემიური და სამეცნიერო კოლაბორაციის გაღრმავების, ასევე, სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის პროცესის განვითარებისთვის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. სამუშაო შეხვედრების, დისკუსიებისა და ერთობლივი ინიციატივების გზით, ერთობლივად ვაყალიბებთ გრძელვადიანი პარტნიორობის საფუძვლებს, რაც მხოლოდ თუ გააძლიერებს სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობას. ცოდნისა და ახალი გამოცდილების გაზიარება ახალ შესაძლებლობებს უხსნის ჩვენს სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევრებს და აკადემიურ პერსონალს. დარწმუნებული ვართ, კვირეულის ფარგლებში ჩამოყალიბებული ურთიერთობები ნაყოფიერი სამომავლო თანამშრომლობის გარანტი გახდება“, – აღნიშნა თამარ ლომინაძემ.
Erasmus+ კვირეულის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტების წარმომადგენლები, საგანმანათლებლო და კვლევითი კოლაბორაციის გაღრმავების მიზნით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტზე აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალთან, ასევე, ERASMUS+ მობილობის კონკურსში მონაწილე აპლიკანტებთან შეხვედრებს მართავენ, პრეზენტაციის სახით, მათ წარუდგენენ თავიანთ უნივერსიტეტებს, ეცნობიან სტუ-ის სასწავლო-კვლევით ინფრასტრუქტურას, ფაკულტეტების ლაბორატორიულ ბაზებს, მიმდინარე სასწავლო-სამეცნიერო აქტივობებსა და მიღწევებს.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის – „ERASMUS+ Credit Mobility” ფარგლებში, თანამშრომელთა მობილობის კვირეული საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 23 მაისამდე გაგრძელდება.
Related
GTU Rector Expresses Condolences on the Passing of Paata Natsvlishvili
David Gurgenidze, Rector of Georgian Technical University and Academician, on behalf of the university community, expresses deep sorrow over the...
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...