მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა ციკლი ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა გახსნა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ფაკულტეტის პედაგოგებმა, მეცნიერებმა და ახალგაზრდა მკვლევარმა ქალებმა შეხვედრა გამართეს.
ღონისძიება ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა გახსნა. როგორც პროფესორმა თალიკო ჟვანიამ განაცხადა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალ მეცნიერებსა და მკვლევრებს გარემომცველი სამყაროს შესახებ ობიექტური ცოდნის მიღება-დამუშავებასა და სისტემატიზაციაში დიდი როლი მიუძღვით.
„მსოფლიო 11 თებერვალს მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ამ დღეს უკვე მესამედ აღნიშნავს. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ტექნოლოგიების საუკუნეში ინფორმატიკის, როგორც სამეცნიერო დარგების ერთობლიობის, რომელიც ინფორმაციის ცნების სხვადასხვა ასპექტს სწავლობს, განვითარების მიმართულებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალ მეცნიერებს დიდი როლი აკისრიათ. ჩვენ ვხედავთ ახალ სახეებს, რაც ნიშნავს, რომ მეცნიერებაში ახალგაზრდა ქალების ჩართულობის პროცესი უწყვეტია. წარმატებებს გისურვებთ”, – განაცხადა თალიკო ჟვანიამ.

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მეცნიერმა ქალებმა თალიკო ჟვანიამ, თამარ ბერბერაშვილმა, თამარ ბჟალავამ, მარიამ ბერიაშვილმა, მაგული ბედინეიშვილმა, ირინე ხომერიკმა, ანა კეკელიძემ, ლილი პეტრიაშვილმა, ნონა ოთხოზორიამ, მედეა თევდორაძემ, ეკატერინე სანაიამ, ნათია ქუხილავამ და ნანი არაბულმა მოწვეულ სტუმრებსა და სტუდენტებს თავიანთი სამეცნიერო მიღწევები და სამომავალი გეგმები გაუზიარეს.
„სასიხარულოა, რომ შეხვედრის მონაწილეთა ერთიანი სულისკვეთებაა, შევუქმნათ ახალგაზრდა ქალებსა და გოგონებს მეტი პირობა, რათა მათ შეძლონ მეცნიერების ნებისმიერ სფეროში საკუთარი უნარებისა და იდეების რეალიზება. ერთად ვიმუშაოთ იმაზე, რომ მეცნიერება იყოს თანასწორი, ინკლუზიური და ყველასთვის ღია სივრცე. ჩვენ უნდა გავუკვალოთ გზა მომავალ თაობების, რათა მეცნიერება იყოს ის სფერო, სადაც წარმატება განისაზღვრება არა გენდერით, არამედ ცოდნით, ნიჭითა და შრომისმოყვარეობით”, – აღნიშნა შეხვედრის დასასრულს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა.
ინფორმაციისთვის, 2015 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომლის თანახმადაც11 თებერვალი „მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღედ“ გამოცხადდა. ამ დღეს გაერო მსოფლიოს სახელმწიფოებს, ორგანიზაციებსა და ადამიანებს მოუწოდებს მეცნიერებასა და განათლებაში ხელი შეუწყონ ქალების თანასწორ განვითარებას.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უკვე მესამე წელია მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ციკლი ტარდება.
Related
Visit of the President of the Asian Academy of Sciences to GTU
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Lominadze met with the President of the Asian Academy of Sciences (AASc,...
Free Italian language courses for GTU students
"Dante's Cabinet" located on the grounds of the Georgian Technical University offers you a unique opportunity to take free Italian...
Memorandum of Cooperation between GTU and the Land Transport Agency has been renewed
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Tsereteli and Director of the LEPL Land Transport Agency Bakur Mikadze signed...
Vocational courses for students
The Georgian Association of Scientific and Educational Computer Networks (GRENA) is launching training courses for first-year students of various universities....
Attention to Students Transferring to GTU Through Autumn External Mobility for the 2026–2027 Academic Year!
Please carefully read the information about vacancies and admission requirements for external mobility in the selected GTU program: https://students.emis.ge/VacancyInfo A...
Rector of GTU, Academician David Gurgenidze Congratulates Applicants on Becoming Students
Academician David Gurgenidze, Rector of Georgian Technical University, congratulates the university applicants who successfully passed the Unified National Examinations on...