დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებს, პროექტის – „სტუ – ჩემი წარმატების ფორმულა“ ფარგლებში, მარიამ ბოჭორიშვილი შეხვდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური სერვისების ცენტრის ინიციატივითა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, გრძელდება უნივერსიტეტის სტუდენტების შეხვედრები კურსდამთავრებულებთან ახალი პროექტის – „სტუ-ჩემი წარმატების ფორმულა“- ფარგლებში.
ინგლისურენოვანი ფაკულტეტის – დიზაინის საერთაშორისო სკოლა, წარმატებული კურდამთავრებული, „თბილისის არქიტექტურული კვირეულის“ დამფუძნებელი მარიამ ბოჭორიშვილი, ამავე სკოლის პირველკურსელებს შეხვდა.
სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, პროფესორ მალხაზ რაზმაძის განცხადებით, პროექტი „სტუ – ჩემი წარმატების ფორმულა“, სტუდენტური სერვისების ცენტრის ინიციატივით განხორციელებული ერთ-ერთი საინტერესო პროექტია. მალხაზ რაზმაძემ პროექტის მხარდაჭერისთვის რექტორს მადლობა გადაუხადა, მარიამ ბოჭორიშვილს კი წარმატება უსურვა.
„მადლობა სტუდენტური სერვისების ცენტრს მეტად საინტერესო პროექტის განხორციელებისათვის. ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა და აუცილებელი, იმდენად, რამდენადაც მომავალი დიზაინერები უნდა იცნობდნენ უფროს კოლეგებს, მათ, ვინც დაასრულეს ჩვენი ფაკულტეტი და აქ მიღებული ცოდნა კარიერული წინსვლისთვის გამოიყენეს. მარიამის სტუმრობა ორმაგ დატვირთვას ატარებს. ჩვენი ფაკულტეტი არსებობს 10 წელს ითვლის, მარიამი კი არის პირველი კურსდამთავრებული. პირველი სტუდენტი, რომელმაც ისარგებლა Erasmus+ პროგრამით, იტალიაში დაასრულა მაგისტრატურა, გახდა ახალგაზრდა ელჩი. მარიამის წარმატების ფორმულა საინტერესოა სტუდენტებისთვის, რაც მათ აქტიურობაში გამოიხატა“, – აცხადებს მალხაზ რაზმაძე.
მარიამ ბოჭორიშვილის თქმით, პროექტი „სტუ – ჩემი წარმატების ფორმულა“, სტუდენტებისთვის სტიმულისა და მოტივაციის ამაღლების საუკეთესო საშუალებაა.
„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემი, როგორც პროფესიონალად ჩამოყალიბებისათვის. ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის პერიოდში გავემგზავრე მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. სწორედ ეს იყო პირველი წარმატება, რომელმაც მომცა შესაძლებლობა მაგისტრატურის კურსი მილანში გამევლო. ამ პერიოდში გავხდი საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იტალიის რესპუბლიკაში. მაგისტრატურის ეტაპის შემდეგ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დოქტორანტურაზე ჩავაბარე. აქტიურად ვარ ჩართული კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტში. ამ ეტაპზე ვახორციელებ პროექტს – „თბილისის არქიტექტურული კვირეული“, რომლის მთავარი პარტნიორი ჩვენი უნივერსიტეტია. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სტუდენტებთან შეხვედრა ძალიან საინტერესო ფორმატში გაიმართა. სასიხარულოა, ქართველი სტუდენტების გარდა, შეხვედრას უცხოელებიც ესწრებოდნენ. ამ პროექტისათვის მადლობა უნივერსიტეტის რექტორს“, –
შეხვედრის დასასრულს, სტუ-ის სტუდენტური სერვისების ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან ფიფიამ მადლობა გადაუხადა რექტორს, დავით გურგენიძეს მხარდაჭერისათვის და მარიამ ბოჭორიშვილს სტუმრობისთვის.
პროექტი – „სტუ – ჩემი წარმატების ფორმულა“, რომლის არსი ცალკეული ფაკულტეტების წარმატებული კურსდამთავრებულების სტუდენტებთან შეხვედრაში მდგომარეობს, თოთხმეტივე ფაკულტეტზე განხორციელდება.
Related
GTU Responds to Articles Published in the Newspaper “Asaval-Dasavali”
The Georgian Technical University addresses a series of articles published in issue 86/87 of the newspaper “Asaval-Dasavali” (dated November 9,...
Rector of the GTU Expresses Condolences on the Passing of Professor Nino (Neli) Chichinadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his condolences to...
The Niko Muskhelishvili Institute of Computational Mathematics at the Georgian Technical University has won another international grant project under the “Horizon Europe” framework
“Participation in the WARIE project – funded through “Horizon Europe” – serves as further confirmation of our university’s scientific potential,...
Announcement of the Council of the Faculty of Law and International Relations on Calling the Election for the Position of Head of the Faculty Quality Assurance Office
In accordance with Article 25 of the Law of Georgia "On Higher Education"; Article 22 of the Charter of the...
Students from the Faculty of Business Technologies at the GTU met with representatives from TBC Concept
Organized by the Career Development Service, the meeting between students from the GTU Faculty of Business Technologies and representatives of...
Certificates Awarded to 23 Customs Officers of the Revenue Service
The Georgian Technical University has awarded certificates to 23 customs officers from the Customs Department of the Revenue Service (under...