ჯომარდობა არაგვის ხეობაში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ექსტრემალური სპორტის მოყვარული სტუდენტებისთვის დაბა ფასანაურში, მდინარე არაგვზე, საუნივერსიტეტო სპორტული აქტივობა – „ჯომარდობა-2024“ გაიმართა.
„ჯომარდობა-2024“-ში მონაწილეობა 13 ფაკულტეტის ნაკრებმა გუნდებმა მიიღეს. სპორტული ღონისძიება სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებითა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა.
როგორც ჯომარდობის მონაწილე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი, ანა არჩვაძე აღნიშნავს, საუნივერსიტეტო სპორტულ აქტივობაში მონაწილეობა ნებისმიერი სტუდენტისთვის წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე იყო შესაძლებელი. მისი თქმით, ჯომარდობა-2024-ში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 13 ფაკულტეტის 110 სტუდენტი იყო ჩართული.
„წლევანდელი ჯომარდობისთვის ბანაკი დაბა ფასანაურში გავმართეთ. ტურნირის მარშრუტიც, რომელიც საშუალო სირთულის იყო, ფასანაურიდან დაიწყო. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს ჩვენი უნივერსიტეტის იმ სტუდენტებმა, რომლებიც აქტიური ცხოვრების, რისკისა და თავგადასავლების მოყვარულები არიან. 13-მა საფაკულტეტო გუნდმა რამდენიმე კილომეტრის მანძილზე, მდინარე არაგვის ულამაზეს ხეობაში ვიჯომარდეთ. უნდა აღვნიშნო, რომ მონაწილეთა უსაფრთხოება მაქსიმალურად იყო დაცული – თითოეული ჩვენგანი აღჭურვილი იყო სამაშველო ჟილეტითა და ჩაფხუტით, ჯომარდობა კი პროფესიონალი ინსტრუქტორების ზედამხედველობით მიმდინარეობდა. ვფიქრობთ, სპორტულმა აქტივობამ შესანიშნავად ჩაიარა – არაგვის ხეობის ულამაზეს ბუნებას ვეზიარეთ, დაუვიწყარი ემოციებითა და თავგადასავლებით დავიმუხტეთ, ამასთან ერთად, სტუდენტებმა ახალი გამოცდილებაც მივიღეთ, ერთმანეთიც უკეთ გავიცანით და ახალი მეგობრებიც შევიძინეთ. მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით ჩვენი უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, სტუდენტურ თვითმმართველობას და სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციას“, – ამბობს ანა არჩვაძე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჯომარდობის მოყვარული სტუდენტებისთვის სპორტულ აქტივობებს ყოველწლიურად მართავს.
Related
GTU Responds to Articles Published in the Newspaper “Asaval-Dasavali”
The Georgian Technical University addresses a series of articles published in issue 86/87 of the newspaper “Asaval-Dasavali” (dated November 9,...
Rector of the GTU Expresses Condolences on the Passing of Professor Nino (Neli) Chichinadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his condolences to...
The Niko Muskhelishvili Institute of Computational Mathematics at the Georgian Technical University has won another international grant project under the “Horizon Europe” framework
“Participation in the WARIE project – funded through “Horizon Europe” – serves as further confirmation of our university’s scientific potential,...
Announcement of the Council of the Faculty of Law and International Relations on Calling the Election for the Position of Head of the Faculty Quality Assurance Office
In accordance with Article 25 of the Law of Georgia "On Higher Education"; Article 22 of the Charter of the...
Students from the Faculty of Business Technologies at the GTU met with representatives from TBC Concept
Organized by the Career Development Service, the meeting between students from the GTU Faculty of Business Technologies and representatives of...
Certificates Awarded to 23 Customs Officers of the Revenue Service
The Georgian Technical University has awarded certificates to 23 customs officers from the Customs Department of the Revenue Service (under...