საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის (შიდა მობილობის) მსურველთა საყურადღებოდ!
უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთათვის მობილობა იწყება. დაინტერესებულმა სტუდენტებმა რეგისტრაციისთვის, 2025 წლის 7 ივლისიდან 11 ივლისის ჩათვლით, უნდა მიმართოთ შესაბამის ფაკულტეტს- სადაც სწავლობდით ან სწავლობთ.
შიდა მობილობის ვაკანტური ადგილებისა და პირობების სანახავად გაეცანით დოკუმენტს დანართი 1
სტუ-ის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი დაშვების წინაპირობებთან ერთად იხ. დანართებში 2; 3; 4.
ნებისმიერი დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენელს (საკონტაქტო პირები იხ. დანართი 5).
საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებზე მოსახვედრადაც აუცილებელია გასაუბრების გავლა:
- არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე (საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „არქიტექტურა“; რუსულენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „არქიტექტურა“; საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „მოდის დიზაინის ტექნოლოგიები“;) მობილობის მსურველებმა უნდა გაიარონ გასაუბრება, რომელიც ჩატარდება 2025 წლის 14 ივლისის , 11:00 საათზე.
მისამართი: კოსტავას №68, სტუ-ის I კორპუსი, მე-4 სართული, ოთახი 402 ა. - დიზანის საერთაშორისო სკოლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე (ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ,,დიზაინი”) მობილობის მსურველებმა უნდა გაიარონ გასაუბრება, რომელიც ჩატარდება 2025 წლის 7 ივლისიდან 11 ივლისის ჩათვლით, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე.
მისამართი: კოსტავას № 75, სტუ-ის VIII კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი 4.
Related
GTU Responds to Articles Published in the Newspaper “Asaval-Dasavali”
The Georgian Technical University addresses a series of articles published in issue 86/87 of the newspaper “Asaval-Dasavali” (dated November 9,...
Rector of the GTU Expresses Condolences on the Passing of Professor Nino (Neli) Chichinadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his condolences to...
The Niko Muskhelishvili Institute of Computational Mathematics at the Georgian Technical University has won another international grant project under the “Horizon Europe” framework
“Participation in the WARIE project – funded through “Horizon Europe” – serves as further confirmation of our university’s scientific potential,...
Announcement of the Council of the Faculty of Law and International Relations on Calling the Election for the Position of Head of the Faculty Quality Assurance Office
In accordance with Article 25 of the Law of Georgia "On Higher Education"; Article 22 of the Charter of the...
Students from the Faculty of Business Technologies at the GTU met with representatives from TBC Concept
Organized by the Career Development Service, the meeting between students from the GTU Faculty of Business Technologies and representatives of...
Certificates Awarded to 23 Customs Officers of the Revenue Service
The Georgian Technical University has awarded certificates to 23 customs officers from the Customs Department of the Revenue Service (under...