ქალთა კარიერული მენტორობის პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
Chevening Alumni Programme Fund-ის პროექტის ფარგლებში, “ქალთა კარიერული მენტორობის პროგრამაში“ (Women Career Mentorship Hub) მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო.
პროექტი Women Career Mentorship Hub ახალგაზრდა ქალების პროფესიულ განვითარებასა და მხარდაჭერაზეა ორიენტირებული, რომლის ფარგლებში 30 ახალგაზრდა ქალი შეირჩევა.
“ქალთა კარიერული მენტორობის პროგრამაში“ მონაწილეობა უფასოა! აპლიკაციების მიღება 22 სექტემბრის ჩათვლით გასტანს.
განაცხადის ფორმის შესავსებად მონაწილეობის მსურველებმა უნდა მიმართონ ბმულს: https://tiny.cc/4shkzz
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდა ქალებს, რომლებსაც სურთ განივითარონ პროფესიული ცოდნა და ლიდერული უნარ-ჩვევები, გაეცნონ სასურველ სფეროში არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს და დაამყარონ კავშირები დარგის პროფესიონალებთან და ადაპტირდნენ კარიერული წინსვლის გზაზე.
მონაწილეებს მენტორობას Chevening-ის პროფესიულად წარმატებული ქალი კურსდამთავრებულები გაუწევენ.
პროექტი Foreign, Commonwealth and Development Office (FCDO)-ის დაფინანსებითა და Chevening Alumni Programme Fund-ისა (CAPF) და დიდი ბრიტანეთის საელჩოს სრული მხარდაჭერით ხორციელდება.
მონაწილეობის მსურველი უნდა იყოს:
- მდედრობითი სქესის წარმომადგენელი;
- ბაკალავრის მე-3 ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ან ახალი კურსდამთავრებული (არაუმეტეს 2 წლისა);
- საქართველოს მოქალაქე;
- სურდეს პროფესიული განვითარება მოცემული ერთ-ერთი სფეროდან:
- STEM, IT, კიბერუსაფრთხოება და AI
- კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება
- პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები
- განათლება
- ბიზნესი და ფინანსები
- მედია და კომუნიკაციები
- სამართალი
- ადამიანის უფლებები და გენდერის კვლევა
დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ბმულზე:
https://www.facebook.com/share/p/V6EFXTY1CcSYJWjE/?mibextid=WaXdOe
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Energy Space” Resumes
The educational project "Open Energy Space" has resumed at the Faculty of Power Engineering of the Georgian Technical University. The...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...