სტუ, ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის ფარგლებში, სამეცნიერო ღონისძიებას უმასპინძლებს
10 სექტემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის (GGSB) ფარგლებში, მეცნიერების ფესტივალს – GGSB 2024 Science Fest “The First 20 Years“ უმასპინძლებს.
სამეცნიერო ღონისძიება – „GGSB-ს პირველი 20 წელი და მისი SMART|Lab-ების მიღწევები“ ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის 20 წლის იუბილეს ეძღვნება. ერთკვირიანი Science Fest-ის ფარგლებში შეჯამდება ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მეცნიერების, განათლების, პერსონალური და კულტურული გაცვლითი პროგრამების მიღწევები.
მეცნიერების ფესტივალს ორგანიზებას უწევენ ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის (GGSB) წევრები გერმანიიდან: იულიხის კველევითი ცენტრი (FZJ), დარმშტადტის მძიმე იონების ჰელმოლცის სახელობის ცენტრი (GSI), დრეზდენ-როსენდორფის ჰელმოლცის სახელობის ცენტრი (HZDR) და საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტების კონსორციუმი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (GTU), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (TSU), საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი (AUG), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ISU), ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) და 2024 წლის 9-13 სექტემბერს, ერთობლივად მართავენ მე-10 ქართულ-გერმანულ სკოლა-სემინარს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (GGSWBS 2024).
საიუბილეო ღონისძიებებს თბილისში უმასპინძლებენ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 9 სექტემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – 10 სექტემბერს, ქუთაისში კი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი – 11-13 სექტემბერს.
მეცნიერების ფესტივალი ორ ნაწილად ჩატარდება:
- GGSB-ის სტატუსი და მომავლის ხედვა: თანამშრომლობის ისტორია, ძირითადი მიღწევები, სამომავლო გეგმებისა და სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა, რაც წარმოდგენილი იქნება თსუ-სა და სტუ-ში დაგეგმილ ღონისძიებებზე;
- ქუთაისში, KIU-ში – ქართველი სტუდენტები და მოწვეული უცხოელი ექსპერტები წარმოადგენენ GGSB-ის ფარგლებში მიღწეული ერთობლივი კვლევის შედეგებს და წაიკითხავენ მოხსენებებს, ლექციების კურსს ისეთ აქტუალურ თემებზე როგორიცაა: ადრონული თერაპია, სამედიცინო გამოსახულებათა ვიზუალიზაცია, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების აპლიკაციები მეცნიერებაში და სხვა.
ღონისძიების პროგრამა ხელმისაწვდომია ბმულზე:
https://collaborations.fz-juelich.de/ikp/cgswhp/cgswhp24/
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Energy Space” Resumes
The educational project "Open Energy Space" has resumed at the Faculty of Power Engineering of the Georgian Technical University. The...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...