მეცნიერ-მკვლევარს, პროფესორ ლევან იმნაიშვილს 70 წელი შეუსრულდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მეცნიერ-მკვლევარს, ინჟინერსა და პედაგოგს, ტექნიკის დარგში საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატს, ღირსების ორდენის კავალერს, სტუ-ის ოქროს მედლის მფლობელს, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილ წევრს, პროფესორ ლევან იმნაიშვილს 70 წელი შეუსრულდა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის კანცლერის, პროფესორ კარლო კოპალიანის, მეცნიერების დარგში ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ ლომინაძის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ხათუნა ჟვანიას, ფაკულტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეების, თანამშრომლებისა და სტუდენტების სახელით, ცნობილ მეცნიერს, ღრმა ერუდიციითა და პიროვნული თვისებებით გამორჩეულ მკვლევარსა და შესანიშნავ პედაგოგს, ლევან იმნაიშვილს, 70 წლის იუბილეს ულოცავს.
„ჩვენი უნივერსიტეტის მაღალი რანგის მეცნიერ-მკვლევარს, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორს, ლევან იმნაიშვილს – გამორჩეულს სამეცნიერო ნაშრომებითა და გამოგონებებით, საუკეთესო პიროვნული თვისებებით დაჯილდოებულ კოლეგასა და მეგობარს, შესანიშნავ პედაგოგს, რომელიც საქართველოს პროფესიონალთა თაობებს უზრდის – 70 წელი შეუსრულდა.
პროფესორი ლევან იმნაიშვილი და მისი კვლევითი ჯგუფი, ცოდნის სამკუთხედის – „განათლება-კვლევა-ინოვაციები“ – პრინციპებზე დაყრდნობით, მუშაობენ ისეთ მნიშვნელოვან სამეცნიერო თემებზე, როგორიცაა: ბიომეტრიული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხები მასშტაბურ სისტემებში, SCADA და IoT სისტემების არქიტექტურა და ეფექტურობის ამაღლება, მრავალფუნქციურობის პრინციპების გამოყენების თეორიული და პრაქტიკული საკითხები, მომხმარებელზე ორიენტირებული ბიზნესპროცესების ავტომატიზაციის ინოვაციური ტექნოლოგიები, ინტერფეისი – „ადამიანი–კომპიუტერი“ და მისი ეფექტურობის ამაღლება, დისტანციური საინჟინრო სწავლების ტექნოლოგიები და სხვა.
პროფესორი ლევან იმნაიშვილი ყოველთვის დიდი ენთუზიაზმითა და სიყვარულით მუშაობს მეცნიერებით დაინტერესებულ სტუდენტებთან, მუდმივად უღვივებს მათ შემეცნებისა და ახლის ქმნადობის სურვილს, მიიჩნევს, რომ ახალგაზრდების ფანტაზია და კრეატიულობა ამოუწურავია,რადგან ჯერ კიდევ არ არის „დამძიმებული“ ცოდნითა და ამოცანის გადაწყვეტის სტერეოტიპებით.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ვულოცავთ ბატონ ლევან იმნაიშვილს 70 წლის იუბილეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას და არაერთ წარმატებას სამეცნიერო-აკადემიურ კარიერაში“.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Energy Space” Resumes
The educational project "Open Energy Space" has resumed at the Faculty of Power Engineering of the Georgian Technical University. The...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...