პროექტი – „ქალთა ტექ ჰაბი“ დასკვნით ფაზაშია
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საერთაშორისო პროექტი „გენდერული მრავალფეროვნების ზრდა ინჟინერიაში – ქალთა ტექ ჰაბი“ (Advancing Gender Diversity in Engineering – The Women’s Tech Hub) აქტიურ ფაზაში შევიდა.
პროექტის ძირითადი გეგმის შესაბამისად, სტუდენტებმა მოდულურ ტრენინგ-პროგრამებზე რეგისტრაცია წარმატებით გაიარეს და შერჩეული სტუდენტებისათვის ტრენინგები უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს.
27 მაისს, პირველი ტრენინგ-სემინარი მოდულებში „მარკეტინგული კომუნიკაციები და PR ტექნოლოგიები“ და „მეწარმეობა პრაქტიკაში“ გაიმართა.
შეხვედრები სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე ჩატარდა.
ტრენინგს, ამავე ფაკულტეტის პროფესორ მასწავლებლები უძღვებიან, რომლებმაც სასწავლო პროგრამები პროექტის ფარგლებში მოამზადეს.

ამასთანავე, პროექტის – „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში ქალთა ტექ ჰაბი” ფარგლებში, სტუ-ის პროფესორ მასწავლებლების მიერ მთლიანობაში მომზადებულია ხუთი ტრენინგ მოდული, კერძოდ:
- ზოგადი მენეჯმენტი,
- მარკეტინგული კომუნიკაციები და PR ტექნოლოგიები,
- გრაფიკული დიზაინი,
- ვებ. ტექნოლოგიები და WordPress დეველოპმენტი,
- მეწარმეობა პრაქტიკაში.
აღნიშნული მოდულებით სწავლება 27 მაისს დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში სხვადასხვა ინტენსივობით გაგრძელდება.
ამასთან, პროექტით ასევე გათვალისწინებულია შეხვედრები წარმატებულ მეწარმეებთან – „მეწარმეობის დღის“ ორგანიზება და „ინოვაციური იდეების შეჯიბრი“.
შეგახსენებთ, რომ პროექტს – „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში – ქალთა ტექ ჰაბი“ (Advancing Gender Diversity in Engineering – The Women’s Tech Hub) კოორდინაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტთან აქტიური კოორდინაციით ეწევა.
პროექტმა დაფინანსება საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების 2023 წლის პროგრამის ფარგლებში მოიპოვა.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...