სტუ-ის ინსტიტუტ „ტექინფორმის“ მკვლევრებმა დანიაში სამეცნიერო პროცესების მართვის სასერტიფიკატო კურსი გაიარეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტ „ტექინფორმის“ მკვლევრებმა სამეცნიერო პროცესების მართვის მიმართულებით, დანიაში მეცნიერების მენეჯერთათვის განკუთვნილი კვალიფიკაციის ამაღლების ინტენსიური სასერტიფიკატო კურსი გაიარეს, რომელსაც დანიური ორგანიზაცია DARMA (კვლევის მენეჯერებისა და ადმინისტრატორების დანიური ასოციაცია) უძღვებოდა.
მეცნიერების მენეჯერთა სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის – „ტექინფორმის“ თანამშრომლები დანიის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და კვლევების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ, ასევე, დანიის წამყვანი უნივერსიტეტების საქმიანობას გაეცნენ.

სასერტიფიკატო პროგრამის ერთ-ერთი მონაწილის, „ტექინფორმის“ დირექტორის მოადგილის, პროფესორ მარიამ რაზმაძის განცხადებით, კურსი, რომელიც ორგანიზაცია DARMA-ს მაღალპროფესიონალმა ტრენერებმა ჩაატარეს, დატვირთული იყო პრეზენტაციებითა და დებატებით იმ თემების შესახებ, რაც საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში, სამეცნიერო კვლევების ადმინისტრირების მიმართულებით, აქტუალური და პრიორიტეტულია.
„ინტენსიური კურსის ფარგლებში გავეცანით ევროპულ კვლევით პოლიტიკას, რასაც მეცნიერების მენეჯერთა პროფესიაზე, გრძელვადიან პერსპექტივაში, უმნიშვნელოვანესი, ხშირად კი გადამწყვეტი გავლენა აქვს.
DARMA-ს სპეციალისტებმა ყურადღება გაამახვილეს ჩვენს სფეროში ცნობიერების ამაღლებასა და შესაძლებლობების განვითარებაზე, სამეცნიერო კვლევების ადმინისტრატორთათვის ეროვნული ქსელების შექმნის აუცილებლობასა და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებზე, კვლევითი პროექტების ადმინისტრაციული მხარდაჭერის აღწერასა და განაცხადების შეფასების აუცილებელ დეტალებზე, დაფინანსების წყაროების მოძიების შესაძლებლობებზე, ასევე, მენტორინგის სისტემის ამოქმედებაზე კვლევის ადმინისტრატორთა ეროვნულ თუ ევროპულ ქსელებში და სხვა“, – აღნიშნავს მარიამ რაზმაძე.
მისივე ინფორმაციით, სასერტიფიკატო პროგრამის ეგიდით, გაიმართა ინფორმაციული და საინტერესო შეხვედრა დანიის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და კვლევების სააგენტოს წარმომადგენლების – ანდერს დეგარდის, ჟოზეფინ თემ პარნასის, იონას ტოფტ ლუდვიგსენისა და ემა ჰოლმის მონაწილეობით. შეხვედრაზე განიხილეს მეცნიერების მართვის დანიური მოდელი და სამეცნიერო ეკოსისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, დაფინანსების წყაროები და საერთაშორისო პარტნიორობის შესაძლებლობები.

როგორც მარიამ რაზმაძე აღნიშნავს, კურსის მონაწილეებმა დანიის წამყვან უნივერსიტეტებში მეცნიერების მართვის მოდელები შეისწავლეს და მათთან მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
ამ მიზნით ისინი ესტუმრნენ კოპენჰაგენის უნივერსიტეტს, კოპენჰაგენის IT უნივერსიტეტს, არჰუსის, ალბორგის და სამხრეთ დანიის უნივერსიტეტებს, ასევე, მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ დანიურ ბიზნესსკოლას (CBS), რომელიც არაერთი წელია წამყვან პოზიციაზეა უნივერსიტეტების რეიტინგის საერთაშორისო სისტემებში.
განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, კვალიფიკაციის ამაღლების კონკურსში გამარჯვების შედეგად, მეცნიერების მენეჯერთათვის განკუთვნილი კვალიფიკაციის ამაღლების ინტენსიური სასერტიფიკატო კურსი, „ტექინფორმის“ მკვლევრებთან ერთად, საქართველოს სამი უნივერსიტეტისა და ერთი კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა გაიარეს.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...