საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, რექტორი, დავით გურგენიძე ხელისუფლებას და საზოგადოებას ევროკომისიის მიერ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას ულოცავს
img.card-img-top{
object-position: 50% 25%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, დეპუტატებს, საქართველოს მოქალაქეებსა და ახალგაზრდებს ევროკომისიის მიერ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას და საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით რეკომენდაციის გაცემას ულოცავს.
„დღეს საქართველო უმნიშვნელოვანესი, ეპოქალური გადაწყვეტილების წინაშე დგას. ჩვენი ქვეყნის მთავრობის მეთაურის, „ქართული ოცნების“ გუნდისა და საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით, ერთიან ევროპულ ოჯახში გაწევრიანების პირველი, რეალური ნაბიჯი გადავდგით. ეს დღე ისტორიას დარჩება და ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ ეს თარიღი ერის მამის, დიდი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს დაემთხვა.
„აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა!“ – დღევანდელი დღე სწორედ ჩვენი დიდი წინაპრების დამსახურებაა და სასიხარულოა, რომ ხელისუფლება და საზოგადოება ამ გზას ღირსეულად აგრძელებს.
ჩვენს ახალგაზრდებს, მომავალ თაობებს ევროპული ოჯახის წევრობა კიდევ უფრო ფართო შესაძლებლობებს აძლევს, თავიანთი ნიჭი და უნარი სამშობლოს კეთილდღეობას და ქვეყნის აღმშენებლობას მოახმარონ. ეს მათთვის შანსია საკუთარი პოტენციალი მრავალმხრივ განავითარონ და საქართველოს სახელი ევროპის საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში კიდევ უფრო მეტად ხილვადი და ცნობადი გახადონ – მადლობა ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას!
გილოცავთ!“
– აღნიშნულია სტუ-ის რექტორის მიმართვაში.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Energy Space” Resumes
The educational project "Open Energy Space" has resumed at the Faculty of Power Engineering of the Georgian Technical University. The...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...