თბილისის პიარის დღეები
img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}
3 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, კომუნიკაციების სფეროში, საქართველოში საერთაშორისო ფორუმი “თბილისის პიარის დღეები -2023” გაიმართა. ღონისძიებაზე განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით მიწვეული იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი თამარი დევიძე („საზოგადოებასთან ურთიერთობა“ სასწავლო კურსის ლექტორი), რომელიც ფორუმზე ამავე ფაკულტეტის III კურსის, 111/115 ჯგუფის სტუდენტებთან ერთად იმყოფებოდა.
ფორუმი მიზნად ისახავდა საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროს განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და ასევე, დამაკავშირებელი ხიდის შექმნას წამყვან სპეციალისტებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას შორის.
ფორუმის ფარგლებში საზოგადოებასთან ურთიერთობის, ქართველი და მსოფლიოში წამყვანი სპეციალისტები, ყველაზე აქტუალურ საკითხზე – პიარში ხელოვნური ინტელექტის როლზე საუბრობდნენ, მათ შორის იყვნენ პიარ თეორიების ფუძემდებელი – ჯეიმს გრუნიგი, ნიკოლო აუგუსტო მანიკა – გიზმას ბიზნეს სკოლა, პროფესორი; მაკ მერსონი – Ambrosia Consulting-ის თანადამფუძნებელი; გიორგი არველაძე – “Xtar”-ის ბიზნესის ზრდის ხელმძღვანელი და სხვ.
დამსწრე საზოგადოებისთვის ფორუმი ძალიან საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა. სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ხელოვნური ინტელექტის სამყაროში მოგზაურობამ საოცარი ემოციები დატოვა. სტუდენტები საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში სიახლეებს გაეცვნენ და შემდეგ წელს ფორუმზე დასწრების სურვილი გამოთქვეს.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Energy Space” Resumes
The educational project "Open Energy Space" has resumed at the Faculty of Power Engineering of the Georgian Technical University. The...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...