სტუ – ის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტს სამუშაო ვიზიტით კრაკოვის AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორი ეწვია
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაოვიზიტად მყოფი, AGH მეცნიერებისა დატექნოლოგიების უნივერსიტეტის (AGH University of Science and Technology, კრაკოვი, პოლონეთი), პროფესორი იოლანტა ბიეგანსკასამთო-გეოლოგიური ფაკულტეტისმეცნიერ-მკვლევრებს შეხვდა.
AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიებისუნივერსიტეტის პროფესორმა, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის მეცნიერებსა დასტუდენტებს ქიმიური პესტიციდების წინააღმდეგბრძოლის მეთოდების შესახებ კვლევების შედეგებიგააცნო. ასევე, ვიზიტის ფარგლებში, იოლანტაბიეგანსკა სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტისსამთო-ტექნოლოგიების დეპარტამენტისპროფესორს, ევროპის საბუნებისმეტყველომეცნიერებათა აკადემიის წევრს, გელა მაჩაიძესშეხვდა.
როგორც პროფესორი გელა მაჩაიძე აცხადებს, პოლონელ კოლეგასთან შეხვედრის მიზანისაქართველოში ქიმიური პესტიციდების წინააღმდეგბრძოლის ერთ-ერთი მეთოდის აპრობაცია-დანერგვის სესაძლებლობების განხილვა და ამმიმართულებით, კვლევებში უნივერსიტეტისმეცნიერთა და სტუდენტთა ჩართვა იყო.
“საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ქალბატონიიოლანტა პირველად რამდენიმე თვის წინ ესტუმრა, რა დროსაც მან გამოთქვა სურვილი მომავალივიზიტის ფარგლებში შეხვედროდა ბურღვა-აფეთქებითი მიმართულების სპეციალისტებს. ჩვენიშეხვედრა შედგა. პროფესორი იოლანტა ბიეგანსკამუშაობს ქიმიური პესტიციდების წინააღმდეგბრძოლის საკითხებზე. ქიმიური ან ბიოლოგიურიპრეპარატები მცენარეთა დაავადებებისა და მათიგადამტანების, მავნებლებისა და სარეველამცენარეების, შენახული სოფლის მეურნეობისპროდუქციის დაავადებებისა და მავნებლების, მღრღნელების ცხოველთა პარაზიტების წინააღმდეგგამოიყენება. მიუხედავად ამისა, ისინი ნიადაგშიდიდხანს რჩებიან და მათი სრული დეკომპოზიცია არხდება, რაც იწვევს მიწის, წყლის, მცენარეებისმოწამვლას და ეკოსისტემის დაზიანებას. ეს არისმსოფლიოს პრობლემა, რომელიც მთელი სიმწვავით1984 წელს ინდოეთში, ბჰოპაში პესტიციდებისქარხანაში მომხდარი ავარიის შემდეგ, რა დროსაცმომწამლავი გაზის ემისიამ 20 000 ადამიანისსიცოცხლე იმსხვერპლა და 500 000 ადამიანიდაშავდა, დადგა დღის წესრიგში. როგორცქალბატონმა იოლანტამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიებისუნივერსიტეტში შემუშავებულია ქიმიურიპესტიციდების წინააღმდეგ ტექნოლოგიები, რომელთაგან ერთ-ერთია აფეთქების შედეგად მისიგანადგურება. აფეთქების შედეგად დიდიტემპერატურა გამოიყოფა, რაც პესტიციდებს კლავს. იოლანტა ბიეგანსკას აქვს ჩატარებული კვლევები, რომელსაც პრაქტიკაში რამდენიმე ევროპულქვეყანაში იყენებს და მას აქვს სურვილი, დაინტერესების შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანაშიცდანერგოს პესტიციდების წინააღმდეგ ბრძოლის ესმეთოდი. ამ საკითხების ირგვლივ, ქალბატონმაიოლანტა ბიეგანსკამ, სტუ-ის სამთო-გეოლოგიურიფაკულტეტის მკვლევრებისა და სტუდენტების წინაშემოხსენების ფარგლებში ისაუბრა. მისი სურვილიასტუ-ის მეცნიერებთან, სამთო-გეოლოგიურიფაკულტეტს შესაბამისი ბაკალავრიატის დამაგისტრატურის საფეხურის საგანმანათლებლოპროგრამის სტუდენტებთან ერთად ჩაატაროსკვლევა”, – აცხადებს გელა მაჩაიძე.
პროფესორ იოლანტა ბიეგანსკას ვიზიტისფარგლებში, მხარეებს შორის განხილულ იქნასაქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა დაკრაკოვის AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიებისუნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის შემდგომიპერსპექტივები.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Energy Space” Resumes
The educational project "Open Energy Space" has resumed at the Faculty of Power Engineering of the Georgian Technical University. The...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...