სტუ – ის სტუდენტები სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი შეხვდა.
ღონისძიება, რომელიც სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა, გახსნა რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა თამარ ლომინაძემ.
სტუ-ის რექტორის მოადგილის განცხადებით, უნივერსიტეტსა და სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმი მყარი პარტნიორობის გარანტიაა, რაც საშუალებას იძლევა, მხარეებმა ერთობლივად იზრუნონ ახალგაზრდა, კონკურეტუნარიანი პროფესიონალი კადრების მომზადებაზე.
„მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაღალრეიტინგული სტუდენტები, ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან ენერგეტიკულ კომპანიებში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პირველია იმ ხუთ უმაღლეს სასწავლებელს შორის, სადაც სამინისტროს წარმომადგენლები პროგრამის პრეზენტაციას მართავენ. აღსანიშნავია, რომ შემოთავაზება ეხებათ არა მხოლოდ ენერგეტიკის მიმართულების სტუდენტებს. ამ მეტად მნიშვნელოვან სფეროში დასაქმების პერსპექტივა აქვს სამშენებლო, სამართალმცოდნეობის, ინფორმატიკის, ელექტროენერგეტიკისა და ელექტრო ინჟინერიის, თბოენერგეტიკის, ავტომატიზებული მართვის სისტემებს, სამთო-გეოლოგიის, გარემოს დაცვის, ქიმიის და სხვა საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს. ახალგაზრდებს აქვთ საშუალება გაიღრმავონ ცოდნა, შეიძინონ ახალი უნარები, ჩამოყალიბდნენ როგორც მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალები. მადლობა მინდა გადავუხადო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსს ჯუბო ტურაშვილს და წარმატებები ვუსურვო ჩვენს სტუდენტებს“, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.
ჯუბო ტურაშვილის განცხადებით, სისტემის შემადგენელი ენერგეტიკული კომპანიების გამართული მუშაობა დიდწილადაა დამოკიდებული კადრების კვალიფიკაციაზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კი ის საინჟინრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც სტუდენტები განათლებას ევროპული სტანდარტების შესაბამისად ეუფლებიან. როგორც ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, პროგრამის ფარგლებში, ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე კურსის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები შეძლებენ გაიარონ 1 წლიანი ანაზღაურებადი სტაჟირება, რომლის შემდგომ შესაძლებელია, დამსაქმებელსა და სტაჟიორს შორის გაგრძელდეს შრომითი ხელშეკრულება.
შეხვედრამ ინტერაქციულ რეჟიმში ჩაიარა.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Energy Space” Resumes
The educational project "Open Energy Space" has resumed at the Faculty of Power Engineering of the Georgian Technical University. The...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...