სტუ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თემურ ცამციშვილის ცილისმწამებლურ განცხადებას ეხმაურება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეხმაურება პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თემურ ცამციშვილის მიერ ბრიფინგზე გაჟღერებულ ინფორმაციას, თითქოსდა, ნიკო ნიკოლაძის სახელობის დიდი ჯიხაიშის პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტაცია შეჩერებულია, ნაგებობა დანგრეული და მიტოვებული, ხოლო ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 5 მილიონი ლარი – დაკარგული.
თემურ ცამციშვილის განცხადება არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დიდი ჯიხაიშის ნიკო ნიკოლაძის სახელობის აგროინჟინერიისა და სასურსათო ტექნოლოგიების პროფესიული კოლეჯის რეაბილიტაცია 2020 წელს დაიწყო. გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომპანიამ, გაიმარჯვა „სამშენებლო კომპანია N1“-მა, რომელთანაც 2020 წელს დაიდო ხელშეკრულება. კომპანიამ დაიწყო ნაკისრი ვალდებულების შესრულება. კოლეჯის კორპუსის მცირე ნაწილის, რომელიც არ ექვემდებარებოდა აღდგენას, დემონტაჟი მოხდა, ტერიტორიიდან გატანილ იქნა სამშენებლო ნარჩენები და შესრულდა ასევე, სხვა სამუშაოები, თუმცა სამშენებლო კომპანიამ, გარკვეული მიზეზების გამო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები დაარღვია.
2022 წლის 4 აპრილს, შეუსრულებელი ვალდებულების მოტივით, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა კომპანიასთან ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა და მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, შესრულებული სამუშაოს შეფასებითვის. უნივერსიტეტმა, ასევე, მიმართა სასამართლოს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისგან დამოუკიდებლად, ობიექტზე მიმდინარე სამუშაო პროცესს და გამოყოფილი თანხის მიზნობრივად ხარჯვით ნაწილს ზედამხედველობას უწევდნენ აკრედიტებული, მაღალი კლასის დამოუკიდებელი ექსპერტები.
ამ და სხვა ფაქტების გამო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კატეგორიულად აცხადებს – თემურ ცამციშვილმა სრულიად შეგნებულად, ჩვენი აზრით, პოლიტიკური მოტივით, დაამახინჯა ფაქტები და საზოგადოება შეიყვანა შეცდომაში. ეს იმ დროს, როცა, 2010 წელს, სწორედ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (მინისტრი დიმიტრი შაშკინი) 18 ერთეულით შეამცირა (მათ შორის, იმერეთის რეგიონში ხუთიდან ოთხი) პროფესიული სასწავლებლების რაოდენობა. გაუქმებულ კოლეჯებს შორის იყო დიდი ქართველი მოაზროვნის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის თაოსნობით 1925 წლის ოქტომბერში გახსნილი სასწავლებელი/კოლეჯი, სადაც 400-მდე სტუდენტი სწავლობდა. ლიკვიდაციის შემდეგ სასწავლებელთან მიმაგრებული 51 ჰა მიწის ფართობის 20 ჰა-ზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოეწყო თანამედროვე ტექნიკითა და საირიგაციო სისტემით აღჭურვილი სადემონსტრაციო ნაკვეთი და გადაეცა სოფლის მეურნეობის კორპორაციას. მიუხედავად სტუდენტების და მასწავლებლების საპროტესტო აქციებისა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ნიკო ნიკოლაძის დაარსებული სასწავლებელი არ აღადგინა.
ნიკო ნიკოლაძის სახელობის პროფესიული კოლეჯის აღდგენა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩართულობით, დაიწყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. კოლეჯის აღსადგენად ხელისუფლებამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყო 6.7 მლნ ლარი, საიდანაც გახარჯულია 3,4 მლნ ლარი და რომ არა სამშენებლო კომპანიის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევა, დღეს კოლეჯის კორპუსი ექსპლუატაციაში იქნებოდა შესული.
დღეს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ატარებს ექსპერტიზას ხარჯვითი ნაწილის მართლზომიერების დასადგენად, ასევე, სასამართლოში მიმდინარეობს უნივერსიტეტის სარჩელის განხილვა, რომლითაც სტუ სამშენებლო კომპანიას უხარისხო და შეუსრულებელი სამუშაოსთვის 0.8 მლნ ლარს ედავება, ხოლო ჯარიმის სახით კომპანიას გადახდილი აქვს 330 ათასი ლარი. ამ ეტაპზე გამოცხადებულია ტენდერი, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულ კომპანიას და კოლეჯის რეაბილიტაციის პროცესი განახლდება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, დაინტერესების შემთხვევაში, საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებისთვის ღიაა, მზად არის თანამშრომლობისა და დოკუმენტაციის გასაჯაროვებისთვის.
Related
GTU Announces Enrollment in Five Intensive Short-Term Professional Courses under Tbilisi City Hall’s “Study and Get Employed” Programme
A presentation of the final report for the Spring 2026 semester of the project “GTU Professional Training Courses,” implemented under...
Discussion at the Georgian Technical University – The Conflicts in Abkhazia and Samachablo through the Lens of History, International Law, and Geopolitics
An academic and student initiative has been launched at the Georgian Technical University – organized and supported by the Faculty...
The Scientific Council of the GTU Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support Announces a Competition
The Scientific Council of the Georgian Technical University’s Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support announces an open competition...
Special offer from the GTU “Tonus” swimming pool
GTU's swimming pool "Tonus" offers a 50% discount on subscriptions to university students and employees. The discounted subscription is available...
TUDA Idea Competition for Local and International Students: “A Neighbourhood Tailored to You!”
The Tbilisi Transport and Urban Development Agency (TUDA) announces the idea competition "A Neighbourhood Tailored to You! – Idea Competition...
UNI4VERSE FINEDU Information Session at GTU
GITA’s university competition gives students the chance to create innovative prototypes in financial education and technology and to travel to...