სტუ-ის ლიეტუვური ცენტრის ახალი ხელმძღვანელი ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ პარტნიორობის დეპარტამენტის დირექტორს წარუდგინეს
img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ ვიდას კავალიუსკასის სახელობის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ახალი ხელმძღვანელი და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მის აღმატებულება ანდრიუს კალინდრასა და ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ პარტნიორობის დეპარტამენტის დირექტორს, დარიუს ვიტკაუსკასს შეხვდნენ.
ელჩმა, მისმა აღმატებულება ანდრიუს კალინდრამ ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ახალი ხელმძღვანელი – მარია სულაბერიძე წარუდგინა.
როგორც საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა აღნიშნა, მარია სულაბერიძე, რომელმაც ლიეტუვის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა, ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარდგინებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედი პროფესორ ვიდას კავალიუსკასის სახელობის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობას ახლახან შეუდგა. ელჩის განცხადებით, ლიეტუვის ცენტრის ახალი ხელმძღვანელი უკვე წარუდგინეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, რომელმაც მარია სულაბერიძეს, უნივერსიტეტის სახელით, ცენტრის საქმიანობაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
შეხვედრაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის საქმიანობის შესახებ, რომელიც სტუ-ში, ლიეტუვის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს მთავრობის აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება. ცენტრის ახალი ხელმძღვანელი მარია სულაბერიძე კი სტუმრებს 2023-2024 სასწავლო წლის მანძილზე ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ ესაუბრა. მისი თქმით, ღონისძიებები, როგორც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ასევე ლიეტუვაში გაიმართება.
ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი, რომელიც ერთადერთია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2012 წლიდან ფუნქციონირებს. ოფიციალურად ცენტრი ლიეტუვის რესპუბლიკის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ გახსნა. ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრს მისი დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, ლინგვისტის, სტუ-ის საპატიო დოქტორისა და ვილნიუსის ბიზნესკოლეგიის პროფესორის, ვიდას კავალიუსკასის სახელი მისი გარდაცვალების შემდეგ, 2023 წლის 8 ივნისს მიენიჭა.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...