სტუ-ის მემბრანული ტექნოლოგიების საინჟინრო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მემბრანული ტექნოლოგიების საინჟინრო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ გამოცხადებული ღია კონკურსი შემდეგ სამეცნიერო თანამდებობებს შეეხება:
- ნანოკომპოზიციური მასალების დამუშავების განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი – 0,5 საშტატო ერთეული.
- ფიზიკურ-ქიმიური ანალიზის ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი – 0,5 საშტატო ერთეული.
განცხადებების მიღება იწარმოებს 2024 წლის 12 აგვისტოდან- 14 აგვისტოს ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, ვაშლიჯვარი, ვ.თოფურიძის II გას. 1, მემბრანული ტექნოლოგიების საინჟინრო ინსტიტუტი, პასუხისმგებელი პირი: ლეილა თანანაშვილი, ტელ: 593 678475.
კონკურსი ჩატარდება 2024 წლის 16 აგვისტოს.
კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2024 წლის 16 აგვისტოს, საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე და უნივერსიტეტის ვებგვერდზე: https://gtu.ge/
კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2024 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (კონკურსანტის ანკეტა, განცხადება, გასაუბრების ჩატარების დრო და ადგილი)
გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე: https://gtu.ge/
II. საკონკურსო პირობები
კონკურსის ძირითადი პირობები:
ა) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
ბ) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
კონკურსის დამატებითი მოთხოვნები:
ა) მთავარი მეცნიერი თანამშრომელი:
მთავარმა მეცნიერმა თანამშრომელმა უნდა იცოდეს:
- სამეცნიერო კვლევების განვითარების პრობლემები და მიმართულებები (მემბრანული ტექნოლოგიების მიმართულებით);
- ადგილობრივი და უცხოური მიღწევები მეცნიერებათა შესაბამის დარგებში (მემბრანული ტექნოლოგიების მიმართულებით);
- სამეცნიერო კვლევა – ძიებათა ორგანიზებისა და ჩატარების თანამედროვე მეთოდები და საშუალებები (მემბრანული ტექნოლოგიების მიმართულებით);
მთავარ მეცნიერ თანამშრომელს უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეს:
- განსაკუთრებული დამსახურებები: მონაწილეობა სამეცნიერო – კვლევითი საქმიანობის შედეგების დანერგვა, მოდერნიზაციასა და კომერციალიზაციაში (მემბრანული ტექნოლოგიების მიმართულებით);
- გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი, სტატია/მონოგრაფია სამეცნიეროადგილობრივ ჟურნალებში (არანაკლებ 20-ისა მემბრანული ტექნოლოგიების მიმართულებით);
- მონაწილეობა საერთაშორისო ან ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში (არანაკლებ 3 – ისა მემბრანული ტექნოლოგიების საკითხების შესახებ).
ბ) მეცნიერი თანამშრომელი:
მეცნიერმა თანამშრომელმა უნდა იცოდეს:
- ინფორმაცია საქართველოსა და უცხოეთში მის თემატიკაში მიმდინარე სამეცნიერო კვლევა-ძიებების შესახებ (მემბრანული ტექნოლოგიების მიმართულებით);
- კვლევა-ძიებების ორგანიზების თანამადროვე მეთოდები და საშუალებები (მემბრანული ტექნოლოგიების მიმართულებით);
მეცნიერ თანამშრომელს უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეს:
- გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები (არანაკლებ 15-ისა) წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებში (მემბრანული ტექნოლოგიების მიმართულებით);
- მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული საერთაშორისო ან ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში არანაკლებ 3-ისა (მემბრანული ტექნოლოგიების საკითხების შესახებ).
სამეცნიერო თანამდებობაზე (მთავარი მეცნიერ თანამშრომლის, მეცნიერი თანამშრომლის) პირი აირჩევა 5 წლის ვადით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:
ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე:https://gtu.ge/), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);
ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;
დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
ვ) 2 ფოტოსურათი 3X4;
ზ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.
შენიშვნა: ცნობების წარმოდგენისგან თავისუფლდება პირი, ვისაც აღნიშნული ცნობები უკვე წარმოდგენილი აქვს უნივერსიტეტის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში.
III. კონკურსის ჩატარების წესი
კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და „მემბრანული ტექნოლოგიების საინჟინრო ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიაში და უნივერსიტეტის ვებგვერდზე;
საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული გასაუბრების შედეგები;
კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Energy Space” Resumes
The educational project "Open Energy Space" has resumed at the Faculty of Power Engineering of the Georgian Technical University. The...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...