სტუ-ის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის (შიდა მობილობა) მსურველთა საყურადღებოდ!
სსიპ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან, უნივერსიტეტის ფარგლებში, საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის (შიდა მობილობის) მსურველებმა უნდა მიმართონ შესაბამის ფაკულტეტს (სადაც სწავლობდნენ ან სწავლობენ) 2024 წლის 15 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით.
- შიდა მობილობის ფარგლებში, სტუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ, საგანმანათლებლო პროგრამებზე განისაზღვრა ვაკანტური ადგილების რაოდენობა და პირობები: (დანართი 4).
- არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე (საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „არქიტექტურა“, რუსულენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „არქიტექტურა“, საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „მოდის დიზაინის ტექნოლოგიები“) შიდა მობილობის მსურველებმა, უნდა გაიარონ შიდა საუნივერსიტეტო შემოქმედებითი ტური, რომელიც ჩატარდება 2024 წლის 23 ივლისს, 11:00 საათზე, მისამართი: თბილისი; კოსტავას #68, სტუ-ის I კორპუსი, ოთახი 408.
- დიზაინის საერთაშორისო სკოლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე (ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ,,დიზაინი”; ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „არქიტექტურა“) შიდა მობილობის მსურველებმა უნდა გაიარონ შიდა საუნივერსიტეტო შემოქმედებითი ტური, რომელიც ჩატარდება 2024 წლის 23 ივლისს, 11:00 საათზე, მისამართი: თბილისი, კოსტავას #75ა, სტუ-ის VIII კორპუსი.
- სტუ-ის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი დაშვების წინაპირობებთან ერთად, იხ. დანართში 1; 2; 3. სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე დაშვების წინაპირობებში (დანართი 2 და დანართი 3) მითითებულია ის პროგრამები, რომლებზეც გამოცხადებულია შიდა მობილობა და გააჩნია წინაპირობა. ის პროგრამები, რომლებსაც წინაპირობა არ აქვთ, ცხრილში მითითებული არ არის.
შიდა მობილობასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვებისათვის, მიმართეთ ფაკულტეტის წარმომადგენელს. (საკონტაქტო პირები იხ. დანართი 5)
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Energy Space” Resumes
The educational project "Open Energy Space" has resumed at the Faculty of Power Engineering of the Georgian Technical University. The...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...