სტუ-ის მეცნიერის მოხსენება EMCEI 2024-ზე წარდგენილ საუკეთესო კვლევებს შორის დასახელდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგარარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორმა, სტუ-ის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ „ტალღის“ ხელმძღვანელმა მედეა ბურჯანაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში — ევრო-ხმელთაშუაზღვის მე-6 კონფერენცია გარემოსდაცვითი ინტეგრაციისთვის (The 6th Euro-Mediterranean Conference for Environmental Integration – EMCEI-24).
საერთაშორისო მულტიდისციპლინურ კონფერენციაზე, რომელიც მარაკეშში, კადი აიადის უნივერსიტეტში (მაროკო) ჩატარდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრის სამეცნიერო მოხსენება — „ბოვერ-ჯი: მიკოპესტიციდი სასოფლო-სამეურნეო და ტყის მავნე მწერების კონტროლისთვის“ — სამეცნიერო კომიტეტმა გარემოს მენეჯმენტის ბიოტექნოლოგიის სექციის გამარჯვებულად დაასახელა.
როგორც სტუ-ის პროფესორი მედეა ბურჯანაძე აღნიშნავს, EMCEI 2024-ის მიზანია, თავი მოუყაროს გარემოსდაცვითი მიმართულებით ჩატარებულ უახლეს კვლევებს და ხელი შეუწყოს, ერთი მხრივ, გლობალური გარემოსდაცვითი მიზნების განხორციელებას და მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მდგრადი გარემოს შექმნაში.
„EMCEI 2024-ის 18 სექციაში მსჯელობა და პანელური დისკუსიები წარიმართა გარემოს მზარდ დეგრადაციაზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კრიტიკულ საკითხებზე, სასოფლო-სამეურნეო პრობლემატიკაზე, გარემოსდაცვითი ცნობიერების, კრიზისების შეფასებისა და მართვის, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების, ასევე, უახლესი გარემოსდაცვითი მიდგომებისა და სამეცნიერო კვლევების ინტეგრირების შესაძლებლობებზე.
კონფერენციის სექციებში მონაწილეობდა 400-მდე მეცნიერი 70-ზე მეტი ქვეყნიდან. ჩემ მიერ გარემოს მენეჯმენტის ბიოტექნოლოგიის სექციაში წარდგენილი სამეცნიერო მოხსენება ეხება პირველ ქართულ მიკოპესტიციდს, რომელიც დამზადებულია და რეგისტრირებულია საქართველოში, სამარკო ნიშნით „ბოვერ-ჯი“.
მიკოპესტიციდის შესაქმნელად კვლევებს ვატარებდით გერმანიაში, ამერიკის შეეტრთებულ შტატებსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. სასიხარულოა, რომ მოხსენებას EMCEI 2024-ის სამეცნიერო კომიტეტმა მაღალი შეფასება მისცა და სექციის გამარჯვებულად აღიარა.
ეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებაა. სამეცნიერო კვლევებში უდიდესი მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს და კოლეგებს. აქვე აღვნიშნავ, რომ მოხსენება, EMCEI 2024-ზე წარდგენილ სხვა კვლევებთან ერთად, გამოქვეყნდება იმპაქტფაქტორიან „შპრინგელის“ სამეცნიერო გამოცემებში“, — აცხადებს მედეა ბურჯანაძე.
სტუ-ის მეცნიერის ინფორმაციით, EMCEI 2024-ის ფარგლებში, კონფერენციის ორგანიზატორთა ინიციატივით შედგა შეხვედრები, რომელზეც განიხილეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები სამეცნიერო მიმართულებით, ასევე, იმსჯელეს კონფერენციის გამართვის შესაძლებლობის თაობაზე საქართველოში, კერძოდ კი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Energy Space” Resumes
The educational project "Open Energy Space" has resumed at the Faculty of Power Engineering of the Georgian Technical University. The...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...