Სტუ-ის კანცლერი აკადემიური საბჭოსა და სენატის წინაშე 2023 წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიშით წარდგა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი), პროფესორი კარლო კოპალიანი, სტუ-ის აკადემიური საბჭოს, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით, სტუ-ის სენატის და ფაკულტეტების წარმომადგენლების წინაშე მოხსენებით წარდგა.
კანცლერმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო გასული 2023 წლის განმავლობაში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები და ასევე, სამომავლო გეგმები. მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს, რექტორს, პროფესორ-მასწავლებლებს მხარდაჭერისათვის და განაცხადა, რომ უნივერსიტეტს, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გახდეს ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტი ინოვაციების მიმართულებით. შესაბამისად, მისთვის უმნიშვნელოვანესია იმ ძირითადი პრინციპების განხორციელება, რომელსაც ევროპის ინოვატორი უნივერსიტეტები ნერგავენ. მათ შორის უმთავრესია: სწავლა-სწავლებისა და კვლევის ერთიანობა; შედეგებზე და შესაძლებლობებზე ორიენტირებული რესურსების განაწილება, რომელიც კვლევებს დამატებით მოტივაციას და შესაძლებლობებს შეუქმნის დაფინანსებისათვის, როგორც შიდა, ისე საერთაშორისოდ აღიარებული დონორების მხრიდან და მმართველობის დაბალანსებული სტრუქტურის შექმნა.
„სწრაფვა ხარისხისაკენ და მუდმივი ძიება მართვის პროცესების გაუმჯობესებისათვის, სიახლეს არ წარმოადგენს. უნივერსიტეტისათვის, როგორც თავისუფალი აკადემიური სივრცისათვის, აუცილებელი კომპონენტია სწავლის, სწავლებისა და კვლევის ერთიანობა, რაც გულისხმობს სწავლისა და სწავლების პროცესში უახლესი კვლევის შედეგების გათვალისწინებას, სტუდენტის ჩართულობას კვლევის პროცესების გაანალიზებაში. აღნიშნული, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამეცნიერო კვლევის შედეგების ნაყოფიერ გამოყენებას საზოგადოებრივი დანიშნულებით და მათ ადაპტაციას სასწავლო პროგრამაში დასანერგად. სწორედ, ამ მიზნებს ემსახურებოდა 2023 წლის ბიუჯეტი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2022-2028 წწ. განვითარების სტრატეგია შვიდი მიმართულებით ხორციელდება, რომელიც ასახულია უნივერსიტეტის 2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის სხვადასხვა პროგრამებში. იგი ითვალისწინებს სტრატეგიული გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტების მიზნების მისაღწევად განსახორციელებელი ღონისძიებების ერთობლიობას და მოიცავს ძირითადი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებს. უნივერსიტეტის განვითარების 2022-2028 წწ. სტრატეგიით განსაზღვრულ პრიორიტეტებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას უკავია, რაშიც დიდ მხარდაჭერას გვიცხადებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. უნივერსიტეტი დიდ სამუშაოს ეწევა საბაკალავრო STEM პროგრამების საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მოსაპოვებლად. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი 5 საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამიდან ერთს „ბიოსამედიცინო ინჟინერია Biomedical Engineering” ABET ორგანიზაციის მიერ მიენიჭა აკრედიტაცია. დანარჩენი პროგრამების აკრედიტაციისათვის პროექტი გაგრძელდება 2024 წელს”, – აღნიშნა თავის გამოსვლაში კანცლერმა.
როგორც კანცლერმა განაცხადა, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ზრუნავს თანამშრომელთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზეც და ამ მიზნით ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნა კორპორაციული დაზღვევის ხარჯები. უნივერსიტეტის მიზანია მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვის გზით უზრუნველყოს სტუდენტების კონკურენტუნარიან, მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებად ჩამოყალიბება და მათი ჩართულობის გაზრდა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში. სტუდენტთა ხელშეწყობა გამოიხატება წარჩინებული სტუდენტებისათვის სახელმწიფო თუ საფაკულტეტო სტიპენდიებით უზრუნველყოფაში, სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებული შეღავათების დაწესებაში. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი. მისი თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულნი კურიკულუმს გარე აქტივობების ორგანიზებასა და დაფინანსებაში, მუდმივად ზრუნავენ სპორტისა და კულტურის პოპულარიზაციაზე, სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, უზრუნველყოფენ ნიჭიერი სტუდენტების გამოვლენას და მათ მონაწილეობას მსოფლიო და ეროვნულ უნივერსიადებში. პროგრამა მოიცავს ქვეპროგრამებს და ითვალისწინებს აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეთა ხელშეწყობას.
„2023 წლის განმავლობაში აკრედიტაცია გაიარა 23 ახალმა პროგრამამ, რეკომენდაციების შესრულების ანგარიში-8 პროგრამამ, ხოლო აკრედიტაციის პირობების შემოწმება-4 პროგრამამ. პროცესი მოიცავს, როგორც პროგრამის მდგრადობის, ასევე ფინანსური მხარდაჭერის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და საბიბლიოთეკო ფონდის განახლების მონიტორინგს, რასაც უნივერსიტეტმა წარმატებით გაართვა თავი. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა არის საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმი-ს წევრი, რომელიც თავის მხრივ არის საერთაშორისო ორგანიზაციის (ბიბლიოთეკების ეროვნული კონსორციუმების კონსორციუმის) eIFL.net-ის წევრი. კონსორციუმი საშუალებას აძლევს ბიბლიოთეკებს, შეღავათიან ფასად ინტერნეტის საშუალებით ისარგებლონ მსოფლიოს მრავალი ცნობილი გამომცემლობების ჟურნალებით, ელექტრონული წიგნებითა და სხვა მრავალი მონაცემთა ბაზებით. 2023 წლის განმავლობაში უნივერსიტეტი აქტიურად იყო ჩართული საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებებში, ასევე მონაწილეობდა ეროვნული ფედერაციების მიერ მოწყობილ ჩემპიონატებზე, კერძოდ, 2023 წლის საქართველოს ფრენბურთის ეროვნულ ჩემპიონატში უნივერსიტეტის ვაჟ ფრენბურთელთა ნაკრებმა I საპრიზო ადგილი დაიკავა, ხოლო ქვიშის ფრენბურთში უნივერსიტეტის გოგონათა და ვაჟთა გუნდების მიერ პირველი და მესამე ადგილები მოიპოვეს. უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი დაუმარცხებლად ატარებდა შეხვედრებს სტუდენტური A ლიგაში, ასევე მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში (კალათბურთი U 22), უნივერსიტეტის ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები გუნდი წარმატებით ასპარეზობდა საქართველოს ხელბურთის 34-ე ეროვნულ ჩემპიონატში. მთელი წლის განმავლობაში ფაკულტეტებს შორის მიმდინარეობდა სპორტული ოლიმპიადა სხვადასხვა სპორტის სახეობებში.
საქართველოს კუთხეების უკეთ გაცნობის მიზნით, ეწყობა ექსკურსიები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტებისათვის, რაც ხელს უწყობს მათ დაახლოებას და შესაბამისად, ინტერნაციონალიზაციის გაღრმავებას. სტუდენტების მიერ ეწყობა ბევრი საინტერესო შეხვედრა, დისკუსია, პერსონალური გამოფენები უნივერსიტეტის საგამოფენო დარბაზში „გალერი“ და ასე შემდეგ”, – განაცხადა კარლო კოპალიანმა.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Energy Space” Resumes
The educational project "Open Energy Space" has resumed at the Faculty of Power Engineering of the Georgian Technical University. The...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...