სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფი ევროკავშირის COST პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტ PROBONO-ს მიუერთდა
img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მეცნიერთა ჯგუფი მიუერთდა ევროკავშირის COST Action პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამეცნიერო პროექტს – „პროტონ-ბორის ბირთვული სინთეზი: ენერგიის მიღებიდან სამედიცინო გამოყენებამდე“ (The COST Action CA21128 — PROBONO – PROton BOron Nuclear fusion: from energy production to medical applicatiOns).
პროექტ PROBONO-ში სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მეცნიერთა ჯგუფი პროფესორ პაატა კერვალიშვილის ხელმძღვანელობითა და პროფესორების – მეცნიერების დარგში სტუ-ის რექტორის მოადგილის, ზურაბ გასიტაშვილის, ლევან ჩხარტიშვილის, თამარ ბერბერაშვილის, დეპარტამენტის სხვა მეცნიერ-თანამშრომელთა და ახალგაზრდა მკვლევართა მონაწილეობით ჩაერთო.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, პროექტ PROBONO-ში სტუ-ის მეცნიერთა ჩართვა და ევროპის 20 ქვეყნის მკვლევრებთან COST Action პროგრამის ფარგლებში კოლაბორაცია, სამეცნიერო კვლევების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და წარმატების მომტანი ნაბიჯია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის.
„PROBONO, რომელიც ევროკავშირის COST Action პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, პირველი საერთაშორისო პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს ლაზერული მეთოდით ბირთვული სინთეზის განხორციელებას, ბორისა და ბორის ნაერთების შესწავლას და ამ მიმართულებით მთელი რიგი სამეცნიერო-კვლევითი და ტექნოლოგიური სამუშაოების ჩატარებას. პროექტი ოთხწლიანია და მასში საქართველოს გარდა, ევროპის 20 ქვეყნის მკვლევრები მონაწილეობენ. სამეცნიერო კვლევების ინტერნაციონალიზაციის მხრივ, PROBONO-ში მონაწილეობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, მისი ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტისა და საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მეცნიერთა და ახალგაზრდა მკვლევართათვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატებაა, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, მეცნიერის, პროფესორ პაატა კერვალიშვილის ხელმძღვანელობით, წვდომა ჰქონდეთ უახლეს სამეცნიერო-ექსპერიმენტულ ინფრასტრუქტურაზე, გაიზიარონ ევროპის წამყვან მკვლევართა თეორიები, უშუალოდ მათთან ერთად ჩაერთონ PROBONO-ს კვლევებში და გახდნენ კარგად ორგანიზებული სამეცნიერო კოლაბორაციის სრულუფლებიანი წევრები. PROBONO-ში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა კოლაბორაციას ზურგს უმყარებს ის ფაქტიც, რომ გასული წლის მარტიდან, საქართველოს მთავრობის აქტიური მხარდაჭერით, საქართველო ევროკავშირის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ორგანიზაციის – COST ასოციაციის სრულუფლებიანი წევრია. ეს მოცემულობა ჩვენს მკვლევრებს შესაძლებლობას აძლევს, გააფართოონ და გააძლიერონ საერთაშორისო სამეცნიერო კავშირები და ამავდროულად, თავიანთი სამეცნიერო პროექტების საერთაშორისო წარმატებაც უზრუნველყონ. ვულოცავ ჩვენს უნივერსიტეტს, სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას“, – აცხადებს რექტორი დავით გურგენიძე.
როგორც სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი პაატა კერვალიშვილი აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის მონაწილეობა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო პროექტში უმნიშვნელოვანესია სამეცნიერო თვალსაზრისით, რადგან PROBONO-ს ექსპერიმენტები გზას უხსნის ფიზიკაში ინოვაციურ და ალტერნატიულ კვლევებს, მათი შედეგების სრულიად ახლებურ გააზრებასა და განსხვავებული სამეცნიერო მიდგომებისა და სქემების ჩამოყალიბებას. პროფესორ პაატა კერვალიშვილის თქმით, პროექტ PROBONO-ში მონაწილეობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები, ევროპის ცნობილ მკვლევრებთან ერთად, კაცობრიობისთვის პრობლემური და აქამდე პასუხგაუცემელი საკვანძო კითხვების განხილვა-გახსნაზე იმუშავებენ.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Energy Space” Resumes
The educational project "Open Energy Space" has resumed at the Faculty of Power Engineering of the Georgian Technical University. The...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...