სტუ-სა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა
img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შორის, აფხაზეთის ა/რ მთავრობის ჩართულობით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებებით, ასევე, სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივების ხელშეწყობისთვის შეხვედრებისა და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას, ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თქმით, უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შორის, თანამშრომლობა უწყვეტი რეჟიმის ფორმატში მიმდინარეობს, რომელსაც მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უფრო განამტკიცებს.
„ჩვენ გვახსოვს აფხაზეთი და სამაჩაბლო. უნივერსიტეტისათვის პრიორიტეტულია საქართველოს ამ ტერიტორიებიდან დევნილ ახალგაზრდებზე ზრუნვა. ჩვენს მთავარ მიზანს წარმოადგენს დევნილი სკოლის მოსწავლეებისა თუ სტუდენტებისათვის ხელშეწყობა, რასაც, სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალური დატვირთვით ახორციელებს. უნივერსიტეტმა რამდენიმე წლის წინ მოამზადა უფროსკლასელი მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის მოსამზადებელი კურსი. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ონლაინპლატფორმა, რომელიც STEM განათლების ხარისხის განვითარებას ისახავს მიზნად. ეს არის საგნების უფასო სწავლების კურსი სკოლის მოსწავლეებისთვის. ამ პროექტში ჩართულია აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილები. პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი სტუდენტების გვერდით დგას, მათ მაქსიმალური ხელშეწყობა აქვთ დასაქმებისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ევროპული სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიები და კვლევითი ცენტრები, სადაც მიმდინარე სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობენ დევნილი ახალგაზრდები. უნივერსიტეტს აქვს საშუალება ახალგაზრდები ჩართოს თვითშემოქმედებით კოლექტივებში, სპორტულ გუნდებში. მემორანდუმის გაფორმება და თანამშრომლობის გამყარება, სასიამოვნოა, მაგრამ ჩვენთვის, მემორანდუმის ხელმომწერებისთვის მთავარია, მიზნების პრაქტიკაში წარმატებით განხორციელება. აფხაზეთის მთავრობის მეთაურთან საუბრისას გამოიკვეთა პრიორიტეტები. დავგეგმეთ მთელი რიგი ღონისძიებები, რომელშიც აქტიურად იქნება ჩართული სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი, მისი ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი. ჩვენ მზად ვართ უფრო დატვირთული და შემოქმედებითი გრაფიკისთვის. სასიამოვნოა, რომ ასევე მზადაა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო. წარმატებები მინდა ვუსურვო უნივერსიტეტს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ამ მეტად კეთილშობილური იდეის განხორციელებაში“, – განაცხადა სტუ-ის რექტორმა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, ნანა გაბელიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და აკადემიურ პერსონალს მადლობა გადაუხადეს მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Energy Space” Resumes
The educational project "Open Energy Space" has resumed at the Faculty of Power Engineering of the Georgian Technical University. The...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...