სტუ-ის რექტორი ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში და სტუ-ის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
img.card-img-top{
object-position: 50% 20%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანდრიუს კალინდრას შეხვდა.
საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სტუ-ის რექტორს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს წარუდგინა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი ვიდას კავალიაუსკასის სახელობის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ახალი ხელმძღვანელი მარია სულაბერიძე.
საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ანდრიუს კალინდრასამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, უნივერსიტეტს, სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. როგორც ელჩმა შეხვედრისას აღნიშნა, მარია სულაბერიძემ ლიეტუვის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, მხოლოდ ამ კონკურსის შედეგების შემდეგ გადაწყვიტა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიდას კავალიაუსკასის სახელობის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე სტუ-ის რექტორისა და ადმინისტრაციისთვის მარია სულაბერიძის წარდგენა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და გამოხატა ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ახალი ხელმძღვანელისადმი სრული მხარდაჭერა.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. დაიგეგმა არაერთი ღონისძიება, რომელიც ახალი, 2023/2024 სასწავლო წლის მანძილზე გაიმართება, როგორც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ასევე ლიეტუვაში.
ინფორმაციისთვის: ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი, რომელიც ერთადერთია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2012 წელს დაარსდა. ცენტრის საქმიანობა ლიეტუვის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრს მისი დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, ლინგვისტის, სტუ-ის საპატიო დოქტორისა და ვილნიუსის ბიზნესკოლეგიის პროფესორის, ვიდას კავალიაუსკასის სახელი მისი გარდაცვალების შემდეგ, 2023 წლის 8 ივნისს მიენიჭა.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...