სტუ-ის რექტორი ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში და სტუ-ის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

სიახლეები

img.card-img-top{
object-position: 50% 20%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანდრიუს კალინდრას შეხვდა.

საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სტუ-ის რექტორს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს წარუდგინა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი ვიდას კავალიაუსკასის სახელობის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ახალი ხელმძღვანელი მარია სულაბერიძე.

საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ანდრიუს კალინდრასამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, უნივერსიტეტს, სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. როგორც ელჩმა შეხვედრისას აღნიშნა, მარია სულაბერიძემ ლიეტუვის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, მხოლოდ ამ კონკურსის შედეგების შემდეგ გადაწყვიტა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიდას კავალიაუსკასის სახელობის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე სტუ-ის რექტორისა და ადმინისტრაციისთვის მარია სულაბერიძის წარდგენა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და გამოხატა ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ახალი ხელმძღვანელისადმი სრული მხარდაჭერა.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. დაიგეგმა არაერთი ღონისძიება, რომელიც ახალი, 2023/2024 სასწავლო წლის მანძილზე გაიმართება, როგორც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ასევე ლიეტუვაში.

ინფორმაციისთვის: ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი, რომელიც ერთადერთია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2012 წელს დაარსდა. ცენტრის საქმიანობა ლიეტუვის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრს მისი დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, ლინგვისტის, სტუ-ის საპატიო დოქტორისა და ვილნიუსის ბიზნესკოლეგიის პროფესორის, ვიდას კავალიაუსკასის სახელი მისი გარდაცვალების შემდეგ, 2023 წლის 8 ივნისს მიენიჭა.


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის შემოქმედებით კოლექტივებში ახალი წევრების მიღება იწყება!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემოქმედებითი კოლექტივები სტუდენტებს, რომლებსაც უყვართ სიმღერა, ცეკვა და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულება „კასტინგში“ იწვევენ. შემოქმედებითი კოლექტივები „კასტინგს“, რომელშიც...

სიახლეები

სტუ-ის გერმანელი პარტნიორები და სტუდენტები კომპანია „ნიკორას“ წარმოების პროცესს გაეცნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივითა და სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი გერმანიის...

სიახლეები

საგანმანათლებლო პროექტი „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი -  „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა. პროექტი, რომლის პირველი ეტაპი გასული წლის მეორე სასწავლო...

სიახლეები

სტუდენტები კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის (SMGO) ბაქოს სათავო და საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ.  შეხვედრაზე...

სიახლეები

საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის Dante.global-ის მეოთხე ციკლის პრეზენტაცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, იტალიური ენის 26-ე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტმა უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის -...

სიახლეები

პროფესორ გურამ გაფრინდაშვილის გარდაცვალების გამო სტუ მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის მკვლევარ-ქიმიკოსისა...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?