სტუ-ის სტუდენტმა ინფორმატიკის საერთაშორსო ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მაგისტრანტმა მიქაელ მალანიამ თურქმენეთის ნავთობისა და გაზის საერთაშორისო უნივერსიტეტში (აშხაბადი) გამართულ „ინფორმატიკის II ღია საერთაშორისო ოლიმპიადაზე (OIOIUS-2024) ვერცხლის მედალი მოიპოვა.
OIOIUS-2024-ში მონაწილეობა მიიღო სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტურმა გუნდმა შალვა დავითაშვილის, მიქაელ მალანიას, ლაშა იაკობიძის, ნოდარ და გიორგი ალექსაშვილების შემადგენლობით. სტუ-ის გუნდს იმს ფაკულტეტის დოქტორანტი თორნიკე ჯაფარიძე ხელმძღვანელობდა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტთა გუნდს საერთაშორისო ოლიმპიადაში მოპოვებულ წარმატებას ულოცავს.
როგორც რექტორი აღნიშნავს, საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობით სტუდენტები არა მხოლოდ იღებენ ინფორმაციას მეცნიერების უახლესი მიღწევების შესახებ, არამედ მსგავსი აქტივობები მათ უხსნის სამომავლო ერთობლივი კვლევებისა და სამეცნიერო პროექტების განხორციელების გზებს, გამოცდილების გაცვლისა და კოლაბორაციების გაღრმავების შესაძლებლობებს.
აშხაბადში, ნავთობისა და გაზის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში 18 ქვეყნის – მათ შორის: საქართველოს, გერმანიის, თურქეთის, რუმინეთის, კატარის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ჩინეთის – 52 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 350 სტუდენტი მონაწილეობდა.
„II ღია საერთაშორისო ოლიმპიადა ინფორმატიკაში – OIOIUS-2024“ ორ ეტაპად, კიბერუსაფრთხოებისა და პროგრამირების მიმართულებით წარიმართა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტმა მიქაელ მალანიამ ორივე ტურში წარმატებით იასპარეზა და ოლიმპიადის 350 მონაწილე სტუდენტს შორის მე-2 ადგილზე გავიდა, შესაბამისად, ვერცხლის მედალი და მე-2 ხარისხის დიპლომი მოიპოვა.
„OIOIUS-2024-ის პირველ ეტაპზე, რაც კიბერუსაფრთხოებას მოიცავდა, მოცემული დავალების შესაბამისად, ვინდოუსის სისტემაში, კონკრეტულ ფოლდერებში უნდა აღმოგვეჩინა ვირუსები და, ამასთან ერთად, სხვადასხვა მოდიფიკაცია ჩაგვეტარებინა. მეორე ეტაპზე კი, რომელიც პროგრამირებას ეხებოდა, განსხვავებული სირთულის 4 ამოცანა უნდა ამოგვეხსნა. დავალების სწორად შესრულება ითხოვდა შესაბამისი სპეციფიკური ალგორითმების მორგებას, რათა ტექსტირების შემდგომ სწორი პასუხები მიგვეღო. მოხარული ვარ, რომ ორივე ეტაპს თავი ნორმალურად გავართვი და ჩვენს საუნივერსიტეტო გუნდს ოლიმპადაზე წარმატება მოვუტანე“, – ამბობს სტუ-ის მაგისტრანტი მიქაელ მალანია.
როგორც სტუ-ის სტუდენტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, დოქტორანტი თორნიკე ჯაფარიძე აღნიშნავს, OIOIUS-2024-ის ფარგლებში სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული აქტივობები გაიმართა, რომელზეც მონაწილე ახალგაზრდებმა, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა თავიანთი სამეცნიერო ნაშრომები წარმოადგინეს. მისივე თქმით, ოლიმპიადის მონაწილეებმა ინფორმატიკისა და კიბერუსაფრთხოების სფეროს უახლესი ტენდენციები და მათთან დაკავშირებული ტექნოლოგიების პრაქტიკულად გამოყენების შესაძლებლობები განიხილეს.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Energy Space” Resumes
The educational project "Open Energy Space" has resumed at the Faculty of Power Engineering of the Georgian Technical University. The...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...