სტუ-ში სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა
„სწორედ ასეთ კონფერენციებზე დაწყებული სტუდენტური სამეცნიერო საქმიანობა იქნება ის, რასაც მომავალში საქართველოს ეკონომიკა დაემყარება. ჩვენ გვქონდა საშუალება გავცნობოდით სტუდენტების მიერ კონფერენციაზე წარმოდგენილ თემებსა და თეზისებს. კონფერენციის მონაწილეების მიერ იმდენად მრავლისმომცველი კვლევის თემატიკა და საკვლევი საგანი იქნა წარმოდგენილი, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალში, საქართველოს სახელით, მსოფლიო სამეცნიერო წრეების წინაშე სერიოზული მკვლევრები წარდგებიან. კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის სახელით, მადლობას ვუცხადებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა თამარ ლომინაძემ სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნისას განაცხადა.
სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობას უნივერსიტეტის ცამეტი ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 530-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს. კონფერენცია 56 სექციას მოიცავს, მათ შორის: სამშენებლო ფაკულტეტზე იმუშავებს 4 სექცია და ნაშრომს წარადგენს 25 სტუდენტი; ენერგეტიკის ფაკულტეტზე – 8 სექცია, 67 სტუდენტი; სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე – 2 სექცია, 41 სტუდენტი; ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე – 6 სექცია, 62 სტუდენტი; სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე – 6 სექცია, 54 სტუდენტი; არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე – 2 სექცია, 18 სტუდენტი; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე – 1 სექცია, 21 სტუდენტი; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების და ასევე, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე, ფაკულტეტთა შორის სექციაზე – 23 სტუდენტი; ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე – 8 სექცია, 90 სტუდენტი; დიზაინის საერთაშორისო სკოლა – 1 სექცია, 3 სტუდენტი; აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე – 5 სექცია, 45 სტუდენტი; ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე – 4 სექცია, 23 სტუდენტი; საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე – 7 სექცია, 30 სტუდენტი; მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე – 1 სექცია, 21 სტუდენტი.
სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ წერეთელმა განაცხადა, კონფერენციაში მონაწილეობის მურველ სტუდენტთა აქტივობამ მოლოდინს გადააჭარბა.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეთა რეგისტრაციისას სტუდენტთა მხრიდან მაღალი აქტივობა დაფიქსირდა, რაც აჩვენებს, რომ ჩვენი ძალიან ნიჭიერი, მოტივირებული და სასახელო სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია აზრის გაზიარება, თანატოლებთან ერთმანეთის შედეგებზე საუბარი. სწორედ ასეთ კონფერენციებზე დაწყებული სამეცნიერო საქმიანობა იქნება ის, რასაც მომავალში საქართველოს ეკონომიკა დაემყარება. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ რექტორის და შესაბამისად, უნივერსიტეტის მთავარი პრიორიტეტი სტუდენტი და სტუდენტის ინტერესების დაცვაა. კონფერენციის ორგანიზებაში უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ჩართულობა სწორედ ამ პრინციპის ურყევ დაცვასა და მხარდაჭერაზე მეტყველებს. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია აქტიურადაა ჩართული სტუდენტების ყოველდღიურ საქმიანობაში, ჩვენი ყოველი ნაბიჯი გათვლილია იმისკენ, რომ თითოეულ სტუდენტს, მაღალკვალიფიციური განათლების მიღების პარალელურად, საინტერესო და სხვადასხვა აქტივობით დატვირთული ცხოვრება ჰქონდეს”, – განაცხადა თამარ წერეთელმა.
სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ. მან წარმატებები უსურვა კონფერენციის მონაწილეებს და აღნიშნა, რომ კონფერენციის მუშაობა წარიმართება სხვადასხვა დარგობრივი სექციის მიხედვით: საინჟინრო მექანიკის; სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის; ჰიდროსაინჟინრო; ტელეკომუნიკაციის; თბო- და ჰიდროენერგეტიკის; ელექტროენერგეტიკის, ელექტრონიკის და ელექტრომექანიკის; საწარმოო ინოვაციების და ოპერაციული მენეჯმენტის; საინჟინრო გეოდეზიის; სამთო ტექნოლოგიის; გეოლოგიის; ნავთობის და გაზის ტექნოლოგიის; ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიის; მეტალურგიის, მასალათმცოდნეობის და ლითონების დამუშავების; არქიტექტურის და ქალაქთმშენებლობის (ურბანისტიკის); არქიტექტურის საფუძვლების და თეორიის; კომპიუტერული ინჟინერიის; საინჟინრო კიბერნეტიკისა და ხელსაწყოთმშენებლობის; ორგანიზაციული მართვის; ფიზიკის; მათემატიკის; მანქანათმშენებლობის; სატრანსპორტო; საგზაო; საინჟინრო გრაფიკის და ტექნიკური მექანიკის; საზოგადოებრივი მეცნიერებების; უცხო ენების და კომუნიკაციის; ეკონომიკის და ბიზნესის მართვის; სამართლის; თეოლოგიის.
„კონფერენციაზე წარმოდგენილი კვლევები ისეთ მნიშვნელოვან დარგებს და სფეროებს ეხება, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ. ამდენად, სტუდენტების მხრიდან დაინტერესება, მიანიშნებს მათ მოტივაციაზე აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის განვითარებაში. წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ ფაკულტეტს და სტუდენტს”, – აღნიშნა თავის გამოსვლაში ზურაბ გუდავაძემ.
სტუ-ის სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მუშაობას 29 აპრილს დაიწყებს და 17 მაისს დაასრულებს. გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება კი 14 ივნისს გაიმართება.
იხილეთ კონფერენციის დეტალური განრიგი აქ.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Energy Space” Resumes
The educational project "Open Energy Space" has resumed at the Faculty of Power Engineering of the Georgian Technical University. The...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...