სტუ მსოფლიო ტურიზმის დღეს ეხმაურება კონფერენციით: „მშვიდობა და მთის მდგრადი ტურიზმი – გამოწვევები და შესაძლებლობები“
27 სექტემბერს ჩვენი ქვეყანა მასპინძლობს მსოფლიო ტურიზმის დღეს და ამ მოვლენას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციით ეხმაურება.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციის თანაორგანიზატორია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ.
„მშვიდობა და ტურიზმი“ – ეს არის 2024 წლის მსოფლიო ტურიზმის დღის მთავარი თემა. სწორედ ამ თემას პასუხობს ჩვენი კონფერნციაც: „მშვიდობა და მთის მდგრადი ტურიზმი – გამოწვევები და შესაძლებლობები“.
კონფერენციის მთავარი პარტნიორია გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
ასევე, კონფერენცია იმართება მთის პარტნიორობის ეგიდითაც, რომლის წევრიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი ოფიციალურად გახდა 2024 წლის 12 მარტს.
მთის პარტნიორობის ალიანსმა თავის გვერდზე განათავსა კონფერენციის ანონსი.
ამდენად, მთის მდგრადი განვითარების ახალგაზრდა ფაკულტეტი არის კონფერენციის ინიციატორი, რომელსაც მხარში უდგას ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი.
კონფერენციაზე უხვად იქნება წარმოდგენილი მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტთა მოხსენებები. კონფერენციას აძლიერებს სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაცია.
კონფერენციის მხარდამჭერები არიან კანადის, იტალიისა და იაპონიის ორგანიზაციები, რომლებიც თავის მისიას საგანმანათლებლო საქმიანობას უკავშირებენ. მისასალმებელია ტურიზმთან მჭიდრო კოლაბორაციაში მყოფი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო უწყებების, კერძო ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა მხარდაჭერა:
- დაცული ტერიტორიების სააგენტო;
- კურორტების განვითარების სააგენტო;
- გარემოს ეროვნული სააგენტო;
- სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers;
- გარემოს დაცვის ეკოცენტრი (გაეროს ECOSOC საკონსულტაციო სტატუსის ორგანიზაცია);
- ტურისტული კომპანია Magic Roads;
- კავკასიის მთიანი რეგიონების საერთაშორისო ასოციაცია;
- კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონული ცენტრი.
კონფერენციაზე ახალგაზრდები იმსჯელებენ და ერთმანეთს გაუზიარებენ იდეებს, გეგმებს უფრო ხელმისაწვდომი და ჰარმონიული ტურიზმის მომავლის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მშვიდობის განმტკიცებას ჩვენს ქვეყანასა და მთელს მსოფლიოში.
კონფერენცია ემსახურება ქვეყნებს შორის მეგობრობის დამყარებას, რისი დასტურიცაა კონფერენციაში უცხოელი სტუდენტებისა (მათ შორის, დოქტორანტების) თუ პროფესორების ჩართულობა; კონფერენციაზე დარეგისტრირდა 60-ზე მეტი მონაწილე, რომელთაგან საუკეთესოები შეირჩა.
აღსანიშნავია, საგარეო საკითხებში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის დირექტორის, ბექა ჯაყელის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია ომიაძის თანადგომა და ჩართულობა, რომლის შედეგადაც კონფერენცია მოიაზრება, როგორც ტურიზმის მსოფლიო დღის აღმნიშვნელი პარალელური ღონისძიება.
კონფერენციას დაესწრება გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი კორდულა ვოლმუტერი.
კონფერენცია ჰიბრიდულია – გაიხსნება 26 სექტემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, შემდეგ კი გაგრძელდება და დაიხურება საქართველოს ერთ-ერთ მაღალმთიან ტერიტორიაზე – ტანას დაცულ ტერიტორიაზე; მონაწილეებს 27 სექტემბერს ელოდებათ ტანას დაცულ ტერიტორიაზე ეკოტურისტული ლაშქრობა, რომლის განმავლობაშიც მოხდება ტერიტორიის დასუფთავება.
ამ დღეს გაუძღვება დაცული ტერიტორიების სააგენტო, ხოლო 28 სექტემბერს კონფერენციის პირისპირ მონაწილეთა სექცია იმუშავებს სასტუმრო Solo Grand Boshuri-ში.
აქვე მოხდება შეჯამდება კონფერენციის მუშაობა, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები, გამოვლინდება საუკეთესო მოხსენებები, რომელთა ავტორებიც დაჯილდოვდებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, კურორტების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციის სპეციალური საჩუქრებით.
მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის გილოცავთ ტურიზმის მსოფლიო დღეს და კონფერენციაზე წარმატებულ და ნაყოფიერ მუშაობას გისურვებთ.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Energy Space” Resumes
The educational project "Open Energy Space" has resumed at the Faculty of Power Engineering of the Georgian Technical University. The...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...