სტუ-ში ისრაელის არიელის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის „მევენახეობა და მეღვინეობის“ ხუთი სტუდენტი საწარმოო პრაქტიკას გადის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ფაკულტეტზე ისრაელის სახელმწიფოს არიელის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის – „მევენახეობა და მეღვინეობა“, ხუთი სტუდენტი საწარმოო პრაქტიკას გადის.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საწარმოო პრაქტიკას ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების არაერთი სტუდენტი გადის.
ისრაელის არიელის უნივერსიტეტის სტუდენტები კი საქართველოში პირველად ჩამოვიდნენ. ისინი საწარმოო პრაქტიკის ფარგლებში ყურძნის მიღების, ნედლეულის ხარისხის კონტროლის, გადამუშავების, ასევე, ქვევრში ღვინის დაყენებისა და სხვა ენოლოგიურ პროცესებში მონაწილეობენ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ფაკულტეტის დეკანის, აკადემიკოს ედიშერ კვესიტაძის თქმით, არიელის უნივერსიტეტის სტუდენტების ღვინის საწარმოო პრაქტიკის მიზანი საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის, ქართული იშვიათი ვაზის ჯიშების, ღვინის დაყენების კლასიკური და ქართული ტრადიციული წარმოების მეთოდში მონაწილეობა და ქვევრის ფენომენის გაცნობა და გაზიარებაა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ისრაელის არიელის უნივერსიტეტის პროფესორი, ისრაელის უძველესი ღვინოებისა და ყურძნის მკვლევარი, მსოფლიოში ცნობილი მეღვინე და სამსონის ოჯახის ღვინის დირექტორი შივი დრორი ეწვია.
ვიზიტის მიზანს ორ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და არიელის უნივერსიტეტს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, სამეცნიერო და საერთაშორისო კუთხით სამომავლო გეგმების განხილვა და შემუშავება წარმოადგენდა.
ვიზიტის ფარგლებში, მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის უფროსის, პროფესორ ნინო ჩხარტიშვილის, ამავე დეპარტამენტის ექსპერტის, პროფესორ დავით მაღრაძის ჩართულობით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განვიხილეთ. საუბარი შეეხო სამეცნიერო პროექტებისა და საერთაშორისო კონგრესის ჩატარების საკითხებსაც.
ვიზიტის ფარგლებში შივი დრორმა ქართლსა და კახეთის რეგიონებში, საერთაშორისო პრაქტიკის გავლის მიზნით, არიელის უნივერსიტეტის ხუთი სტუდენტი მოინახულა.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საწარმოო პრაქტიკა საქართველოს ტექნიკურ და ისრაელის არიელის უნივერსიტეტებს შორის 2022 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მომავალში კიდევ უფრო ფართო ხასიათს მიიღებს“, – აცხადებს ედიშერ კვესიტაძე.
ისრაელის სახელმწიფოს არიელის უნივერსიტეტის სტუდენტებს, ერთი თვის განმავლობაში, ქართლისა და კახეთის რეგიონების წარმატებული ღვინის საწარმოები „შატო მუხრანი“ და „ღვინის კომპანია შუმი“ მასპინძლობენ, რომლებიც ჩართულნი არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების განვითარებასა და გაძლიერებაში და ხელს უწყობენ ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტებს პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Energy Space” Resumes
The educational project "Open Energy Space" has resumed at the Faculty of Power Engineering of the Georgian Technical University. The...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...