სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, დიზაინის საერთაშორისო სკოლამ გამარჯვებულები გამოავლინა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში მიმდინარე სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, მეცნიერებისა და მკვლევრებისგან შემდგარმა კომისიამ დიზაინის საერთაშორისო სკოლის გამარჯვებული სტუდენტები გამოავლინა.
კონფერენციის ეგიდით, დიზაინის საერთაშორისო სკოლაში ერთმა სექციამ იმუშავა. სექციაში – „დიზაინი“ მონაწილეობა მიიღო სამმა სტუდენტმა.
კომისიის წევრებმა, საკონკურსო სამუშაო სხდომაზე, მოისმინეს ბაკალავრიატის საფეხურის სამი სტუდენტის საპრეზენტაციო მოხსენებები, ავტორთა მიერ შერჩეული თემატიკის ირგვლივ.
სტუდენტთა მიერ მომზადებული საპრეზენტაციო ნამუშევრების მოსმენის შემდეგ, სექციის ხელმძღვანელმა, დეკანის მოადგილემ სამეცნიერო და საერთაშორისო დარგში ნინო ფიცხელაურმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო 3 წევრისაგან შემდგარი საკონკურსო ჟიურის მიერ მიღებული შემაჯამებელი საბოლოო შედეგები:
I ადგილი მიეკუთვნა დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტს დიმიტრი კაზაროვს, მდგრადი განვითარების თანამედროვე პრობლემატიკაზე აქტუალური ნაშრომისათვის – ,,ორი გზა – ერთი მიზანი: არაერთგვაროვნება მდგრად არქიტექტურაში.“
II ადგილი დაიკავა დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტმა ილია ჯიჯეიშვილმა, რომლის ნაშრომი ,, მდგრადი განვითარების სტრატეგიების ინტეგრირება ვიზუალურ კომუნიკაციაში: მაგალითების შესწავლა“, ვიზუალური ორიგინალურობით და თემატური სიმდიდრით იყო გამორჩეული.
III ადგილზე გავიდა დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტი ანასტასია კარტოზია ნაშრომით – ,,მდგრადი განვითარების პრინციპების ინტეგრირება ინტერიერის დიზაინში – ორი პროექტის ამბავი“, სადაც საინტერესოდ იყო დაპირისპირებული და განხილული ორი, თანამედროვე მდგრადი განვითარების, ეკოლოგიურად სუფთა მასალებით შექმნილი ინტერიერის დიზაინის პროექტი.
ინფორმაციისთვის: სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობას უნივერსიტეტის ცამეტი ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 530-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს.
კონფერენცია 56 სექციას მოიცავს, მათ შორის: სამშენებლო ფაკულტეტზე იმუშავებს 4 სექცია და ნაშრომს წარადგენს 25 სტუდენტი; ენერგეტიკის ფაკულტეტზე – 8 სექცია, 67 სტუდენტი; სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე – 2 სექცია, 41 სტუდენტი; ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე – 6 სექცია, 62 სტუდენტი; სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე – 6 სექცია, 54 სტუდენტი; არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე – 2 სექცია, 18 სტუდენტი; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე – 1 სექცია, 21 სტუდენტი; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების და ასევე, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე, ფაკულტეტთა შორის სექციაზე – 23 სტუდენტი; ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე – 8 სექცია, 90 სტუდენტი; დიზაინის საერთაშორისო სკოლა – 1 სექცია, 3 სტუდენტი; აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე – 5 სექცია, 45 სტუდენტი; ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე – 4 სექცია, 23 სტუდენტი; საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე – 7 სექცია, 30 სტუდენტი; მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე – 1 სექცია, 21 სტუდენტი.
სტუ-ის სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ მუშაობა 29 აპრილს დაიწყო და 17 მაისამდე გასტანს.
გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება კი 14 ივნისს გაიმართება.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...