სტუ – ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციის – “მთის პარტნიორობა” წევრი გახდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მთის პრობლემატიკაზე მომუშავე მეჩვიდმეტე უნივერსიტეტია, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციის – „მთის პარტნიორობა“, წევრი გახდა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია ამჟამად მოიცავს 66 ქვეყანას, 12 სუბნაციონალურ ხელისუფლებას(ქალაქები, რეგიონები), სამოქალაქო საზოგადოებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან 21 სამთავრობათშორისო და 33 გლობალურ მთავარ ჯგუფს. ასევე, კერძო სექტორიდან 389 ძირითად ჯგუფს და მთის პრობლემატიკაზე მომუშავე 17 უნივერსიტეტს. საერთო ჯამში ორგანიზაციაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 537 წარმომადგენელია გაერთიანებული.
როგორც სტუ- ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნოე ხოზრევანიძე აცხადებს, „მთის პარტნიორობა“ გაეროს მიერ 2002 წელს ჩამოყალიბებული ნებაყოფლობითი ალიანსია, რომლის ოფისი რომში, მთავარი დამფინანსებლის, FAO-ს შტაბ-ბინაშია განთავსებული. ალიანსი, წევრებთან ერთობლივი საქმიანობით, მსოფლიო მასშტაბით, მთის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და მთის ეკოსისტემების დაცვაზე მუშაობს.
„სამთო პარტნიორობას ჰყავს 280-ზე მეტი წევრი, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები, წარმომადგენლები სამთავრობათაშორისო ორგანიზაციებიდან, კერძო სექტორიდან და სამოქალაქო საზოგადოებიდან. ამდენად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და ჩვენი ფაკულტეტის ამ მეტად მნიშვნელოვან ორგანიზაციაში გაერთიანება, არის წარმატებისკენ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი რამდენიმე წლის წინ, 2021 წლის 11 დეკემბერს ჩამოყალიბდა. ჩვენ, როგორც ევროპაში დაფუძნებული ძირითადი ჯგუფის ორგანიზაციის წევრები, Euromontana და ალბანეთის ალპების ალიანსის მიერ, წარდგენილნი ვართ დეპუტატის მმართველ კომიტეტში Centro de Investigação de Montanha (CIMO) და გვაქვს უფლება გამოვიყენოთ MP ლოგო, ჩავატაროთ ღონისძიებები, მონაწილეობა მივიღოთ კვლევებში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო FAO-ს წევრი ქვეყანა1995 წელს გახდა. 2004 წლიდან საქართველო FAO-სცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ოფისის ნაწილია. იმავე წლის 4 ნოემბერს თბილისში გაიხსნა FAO-ს წარმომადგენლობის ოფისი. FAO-ს მანდატია საქართველოში სასურსათო უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების ეროვნული მიზნების მხარდაჭერა. საქართველოში FAO-ს პრიორიტეტები იმ სახელისუფლებო მიზნებისადა პრიორიტეტების მიხედვით განისაზღვრება, რომლებიც ქვეყნის მთავრობამ სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიულ დოკუმენტებში ასახა. FAO ხელისუფლებას ინსტიტუციური, საკანონმდებლო და მარეგულირებელი ინსტრუმენტების შემუშავებასა და დანერგვაში ეხმარება”, – აცხადებს ნოე ხოზრევანიძე.
როგორც სამთო პარტნიორობის სამდივნოს კოორდინატორის როზა ლაურა რომეოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძისადმი მიწერილ წერილშია აღნიშნული: „მოუთმენლად ველით მთის მდგრადი განვითარების მიღწევის საქმეში სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ჩართვას და ამ მიზნით გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ ინიციატივებში, რაც მსოფლიოს მთიან რეგიონებში აუმჯობესებს სიცოცხლისა და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნების ხარისხს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გლობალური და რეგიონული მიზნებისა და ხედვის განხორციელებაში“.
ინფორმაციისთვის, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი, საქართველოს (კავკასიის) მთიანი რეგიონების მოსახლეობის სიღარიბის დაძლევისა და მთაში მდგრადი სოციალურ-ეკონომიკურ-ეკოლოგიური გარემოს შექმნაში ხელშეწყობის მიზნით ფართო პროფილის, საერთაშორისო სტანდარტის, ერთიან ევროპულ სამთო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის მიზნით, ბოლონიის პროცესის მოთხოვნების შესაბამისად და გაეროს მდგრადი განვითარების სტრატეგიის შესაბამისად სტუდენტებს ოთხ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, სთავაზობს, ესენია: მთის სოფლის გარემოს მდგრადი განვითარება(კვალიფიკაცია-გარემოსმცოდნეობის ბაკალავრი); მთის მდგრადი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი (კვალიფიკაცია-ტურიზმის ბაკალავრი); მთიანი რეგიონების ორგანული ფერმერული სისტემების მართვა (კვალიფიკაცია-მენეჯმენტის ბაკალავრი); ბუნებრივი საფრთხეები მდგრადი გარემო და დაცვა (კვალიფიკაცია-ინჟინერიის ბაკალავრი გარემოს ინჟინერიაში). საგანმანათლებლო პროგრამები ახალია და მისი ანალოგი, როგორც საქართველოს ისე მის სამეზობლო ქვეყნების სხვა უნივერსიტეტებში არ არის. ახალგაზრდა ფაკულტეტს ევროპულ სტანდარტთან სრული იდენტური ფორმირებისა და სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა განვითარებისათვის თანამშრომლობს და იყენებს ევროპული, წარმატებული უნივერსიტეტების გამოცდილებას, როგორიცაა იტალიის მთის საერთაშორისო უნივერსიტეტი, შოტლანდიის მაღალმთისა და კუნძულების უნივერსიტეტი.
Related
GTU Responds to Articles Published in the Newspaper “Asaval-Dasavali”
The Georgian Technical University addresses a series of articles published in issue 86/87 of the newspaper “Asaval-Dasavali” (dated November 9,...
Rector of the GTU Expresses Condolences on the Passing of Professor Nino (Neli) Chichinadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his condolences to...
The Niko Muskhelishvili Institute of Computational Mathematics at the Georgian Technical University has won another international grant project under the “Horizon Europe” framework
“Participation in the WARIE project – funded through “Horizon Europe” – serves as further confirmation of our university’s scientific potential,...
Announcement of the Council of the Faculty of Law and International Relations on Calling the Election for the Position of Head of the Faculty Quality Assurance Office
In accordance with Article 25 of the Law of Georgia "On Higher Education"; Article 22 of the Charter of the...
Students from the Faculty of Business Technologies at the GTU met with representatives from TBC Concept
Organized by the Career Development Service, the meeting between students from the GTU Faculty of Business Technologies and representatives of...
Certificates Awarded to 23 Customs Officers of the Revenue Service
The Georgian Technical University has awarded certificates to 23 customs officers from the Customs Department of the Revenue Service (under...