სტუ – ში, მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში, ახალგაზრდა მეცნიერი ქალები დააჯილდოვეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე(პრეზიდენტი), პროფესორი ლავრენტი გუდავაძე დარექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე, მეცნიერ ქალთა დაგოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, უნივერსიტეტისპედაგოგ, მეცნიერ და ახალგაზრდა მკვლევარქალებს, ასევე, უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციისწევრებს შეხვდნენ.
ღონისძიება საქართველოს ტექნიკურიუნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გახსნა. პროფესორმა ლავრენტი გუდავაძემ წარმატებები უსურვა უნივერსიტეტისღვაწლმოსილ პედაგოგ და მეცნიერ ქალებს, ისაუბრამათ სამეცნიერო და აკადემიურ მიღწევებზე დაყურადღება გაამახვილა ახალგაზრდა ქალმკვლევრებზე, რომლებიც უახლოეს მომავალში, თავიანთი სამეცნიერო საქმიანობით, ქვეყანას და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს არაერთწარმატებას მოუტანენ.
„უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ხელს უწყობს, როგორც ღვაწლმოსილ მეცნიერ ქალბატონებს დაპედაგოგებს, ასევე ახალგაზრდა მკვლევრებს, ნიჭიერ სტუდენტებს, რომელთა შორის არაერთიიმედისმომცემი ახალგაზრდა ქალბატონია. დარწმუნებული ვართ, უახლოეს მომავალში ისინი, კოლეგების უფროს თაობებთან ერთად, თავიანთისამეცნიერო მოღვაწეობით, დიდ წარმატებებსმოუტანენ არა მხოლოდ მშობლიურ უნივერსიტეტს, არამედ ჩვენს ქვეყანას, მრავალი მათგანი გახდებაშესანიშნავი პედაგოგი და ისევე აღზრდის ღირსეულთაობებს, როგორც საუკუნის მანძილზე ჩვენიუნივერსიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგი დამეცნიერი ქალბატონები ზრდიდნენ და ზრდიან. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციას ღონისძიების ორგანიზებისთვის და წარმატებები ვუსურვო ქალბატონებს“, – განაცხადა პროფესორმალავრენტი გუდავაძემ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პედაგოგდა მეცნიერ ქალებს მიესალმა და წარმატებებიუსურვა რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა თამარ ლომინაძემ, რომელმაც იმფართო შესაძლებლობებსა და კვლევებისინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ქმედითმხარდაჭერაზე ისაუბრა, რომლის შესაძლებლობასაცსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აძლევს ქალ მეცნიერებს.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორისინიციატივითა და მხარდაჭერით, სტუ-ის ქალთაასოციაციის ხელმძღვანელის, პროფესორ ნაზიკუციავას ორგანიზებით, უკვე მეორედ ტარდებაღონისძიება, სადაც ჩვენ ვეცნობით მკვლევარქალებს. წელს ახალ სახეებს ვხედავთ, რაც ნიშნავსიმას, რომ მეცნიერებაში ახალგაზრდა ქალებისჩართულობის პროცესი უწყვეტია. ყველა დროისუდიდეს მეცნიერებს შორის, ქალები მრავლად არიან. მეცნიერების სხვადასხვა დარგში, მათ არაერთიუმნიშვნელოვანესი აღმოჩენა ეკუთვნით. ზოგიერთიმათგანის ღვაწლმა სამუდამოდ შეცვალამეცნიერება. მინდა წარმატებები ვუსურვო ახალ დაძველ თაობას, რომელთაც უდიდესი წვლილიშეიტანეს მეცნიერების განვითარებაში“, – განაცხადაპროფესორმა თამარ ლომინაძემ.
სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის, ქიმიური და ბილოგოგიური დეპარტამენტის და ასევე, ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელის, პროფესორ ნაზი კუციავას თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეცნიერქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღის აღნიშვნას გასულ წელს, უშუალოდ რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით ჩაეყარა საფუძველი.
„ჩვენი მიზანია შევაფასოთ ახალგაზრდა მკვლევარი გოგონების მიერ, სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით გაწეული სამუშაო. დღეს საპატიო სიგელები გადავეცით ახალგაზრდა მკვლევრებს, რომელთაც სხვადასხვა გრანტი მოიპოვეს გასული წლის განმავლობაში, ან უცხოეთში, წამყვან უნივერსიტეტებში შეასრულეს სადოქტორო ნაშრომის სამუშაოები. ჩვენ გვაქვს სიახლე, ფაკულტეტმა მოიგო გრანტი, რომელის ფარგლებში ქაქუცა ჩოლოყაშვილის სკოლის მოსწავლეებს ვუზიარებთ ჩვენს ცოდნას. სასიხარულოა, რომ მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოაგმჟღავნეს თიხის, მინანქრის ტექნოლოგიური დამუშავების მიმართულებებით. პროგრამაში ჩართულ 16 გოგონა დავაჯილდოვეთ, რაც მათ აუმაღლებს სწავლის მოტივაციას და სხვებისთვის იქნებიან მაგალითი“, – განაცხადა ნაზი კუციავამ.
ინფორმაციისთვის, 2015 წელს გაეროს გენერალურმაასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც11 თებერვალი „მეცნიერ ქალთა და გოგონათასაერთაშორისო დღედ“ გამოცხადდა. ამ დღეს გაერომსოფლიოს სახელმწიფოებს, ორგანიზაციებსა დაადამიანებს მოუწოდებს მეცნიერებასა დაგანათლებაში ხელი შეუწყონ ქალების თანასწორგანვითარებას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში უკვე მეორე წელია მეცნიერ ქალთადა გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ციკლი ტარდება.
Related
GTU Responds to Articles Published in the Newspaper “Asaval-Dasavali”
The Georgian Technical University addresses a series of articles published in issue 86/87 of the newspaper “Asaval-Dasavali” (dated November 9,...
Rector of the GTU Expresses Condolences on the Passing of Professor Nino (Neli) Chichinadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his condolences to...
The Niko Muskhelishvili Institute of Computational Mathematics at the Georgian Technical University has won another international grant project under the “Horizon Europe” framework
“Participation in the WARIE project – funded through “Horizon Europe” – serves as further confirmation of our university’s scientific potential,...
Announcement of the Council of the Faculty of Law and International Relations on Calling the Election for the Position of Head of the Faculty Quality Assurance Office
In accordance with Article 25 of the Law of Georgia "On Higher Education"; Article 22 of the Charter of the...
Students from the Faculty of Business Technologies at the GTU met with representatives from TBC Concept
Organized by the Career Development Service, the meeting between students from the GTU Faculty of Business Technologies and representatives of...
Certificates Awarded to 23 Customs Officers of the Revenue Service
The Georgian Technical University has awarded certificates to 23 customs officers from the Customs Department of the Revenue Service (under...