სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ახალგაზრდებს სტუდენტთა საერთაშორისო დღეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდებს მიმართავს.
მიმართვაში რექტორი ეხება სტუდენტების გადამწყვეტ როლს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და აღმშენებლობის საქმეში და საუბრობს იმ გავლენებზე, რასაც ახალგაზრდობა კაცობრიობის მომავალზე იქონიებს.
„ძვირფასო სტუდენტებო, 77 წელია მსოფლიო სტუდენტთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს არის თარიღი, რომელიც ერთდროულად მოიცავს ბრძოლას, სევდასა და სიხარულს.
წლის ყოველი დღე თქვენია, მაგრამ 17 ნოემბერი – გამორჩეულად. ეს ბოროტების დამარცხების, მომავლის, იმედის, წარმატებებისა და გამარჯვებების დღეა, რომელმაც 77 წლის წინ უდიდესი გავლენა იქონია კაცობრიობის მომავალზე.
საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი, რომელიც უკავშირდება სტუდენტი-ახალგაზრდობის ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად და რაც მთავარია, ქართული ენის დასაცავად, დღეს უკვე მსოფლიო ახალგაზრდული მოძრაობის ისტორიის კუთვნილებაა. ეს იყო ბრძოლის პერიოდი და ჩვენ ვიბრძოდით, მაგრამ დღეს სხვა რეალობაა, დღეს, ჩვენმა ახალგაზრდებმა სხვა „ბრძოლის ველზე“ უნდა გაიმარჯვოთ – დღეს საქართველო დამოუკიდებელი და თავისუფალია. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების მთავარი მიზანი თქვენზე, საქართველოს მომავალზე ზრუნვაა, ხოლო თქვენი – საქართველოს სახელის მსოფლიოში გაცნობა. თქვენ ხართ ჩვენი მომავალი და თქვენშია ის კოდი, რომელიც შეცვლის სამყაროს.
საქართველოს განვითარებისა და ღირსეული მომავლის ანი და ჰოე თქვენ ხართ! ჩვენთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისთვის, დიდი პატივია თქვენი მიზნების აღსრულებაში გზა გაგიკვლიოთ. სასიხარულოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები დიდ წარმატებებს აღწევთ, როგორც მეცნიერებაში, საინჟინრო-ტექნოლოგიურ თუ ჰუმანიტარულ დარგებში, ასევე, სპორტსა და თვითშემოქმედებაში.
თქვენ გაქვთ ყველა შესაძლებლობა და პირობა, ასახელოთ ჩვენი სამშობლო, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობები. გახსოვდეთ – ცოდნა ძალაა. სტუდენტთა საერთაშორისო დღეს გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ!“ – აღნიშნულია დავით გურგენიძის მიმართვაში.
77 წლის წინ, პრაღაში, სტუდენტთა საერთაშორისო კონგრესზე, 17 ნოემბერი, ჩეხ პატრიოტ სტუდენტთა ხსოვნის ნიშნად, სტუდენტთა საერთაშორისო დღედ გამოცხადდა.
Related
GTU Responds to Articles Published in the Newspaper “Asaval-Dasavali”
The Georgian Technical University addresses a series of articles published in issue 86/87 of the newspaper “Asaval-Dasavali” (dated November 9,...
Rector of the GTU Expresses Condolences on the Passing of Professor Nino (Neli) Chichinadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his condolences to...
The Niko Muskhelishvili Institute of Computational Mathematics at the Georgian Technical University has won another international grant project under the “Horizon Europe” framework
“Participation in the WARIE project – funded through “Horizon Europe” – serves as further confirmation of our university’s scientific potential,...
Announcement of the Council of the Faculty of Law and International Relations on Calling the Election for the Position of Head of the Faculty Quality Assurance Office
In accordance with Article 25 of the Law of Georgia "On Higher Education"; Article 22 of the Charter of the...
Students from the Faculty of Business Technologies at the GTU met with representatives from TBC Concept
Organized by the Career Development Service, the meeting between students from the GTU Faculty of Business Technologies and representatives of...
Certificates Awarded to 23 Customs Officers of the Revenue Service
The Georgian Technical University has awarded certificates to 23 customs officers from the Customs Department of the Revenue Service (under...