სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის ვიცე-რექტორს შეხვდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის (ADA) ვიცე-რექტორს, პროფესორ ვაფა კაზდალს შეხვდა.
მხარეებს შორის საუბარი შეეხო სტუ-სა და ADA-ს შორის აკადემიური და სამეცნიერო კოლაბორაციის განვითარებას, სამეცნიერო წრეებისა და ახალგაზრდა თაობების დაახლოებას ერთობლივი პროექტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გზით. მხარეებმა, ასევე, განიხილეს საუნივერსიტეტო სივრცეში ეთნიკურად აზერბაიჯანელი სტუდენტების მაქსიმალური ინტეგრაციის შესაძლებლობები.
შეხვედრას აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის მასწავლებელთა სემინარიის პროექტის მენეჯერი, პროფესორი სამირა აღაევა და სტუდენტების მიღების სპეციალისტი მაჰნურ აბასოვა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ წერეთელი, რექტორის მრჩევლები – ზურაბ გუდავაძე და კონსტანტინე ბასილაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების საუნივერსიტეტო ოფისის ხელმძღვანელი, პროფესორი დევი ხვედელიანი, სტუ-ის ადმინისტრაციის, სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და საქართველოში აზერბაიჯანის სალჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ყურადღება გაამახვილა სამომავლოდ აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიასთან პარტნიორობით შესამუშავებელ საგანმანათლებლო, კვლევით თუ კულტურულ-შემოქმედებით პროექტებსა და ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებზე, ასევე, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა გაცვლით პროგრამებზე, რაც ორ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელედება.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიას შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში, რომელსაც ADA-ს რექტორის, პროფესორ ჰაფიზ ფაშაევის ჩვენს უნივერსიტეტში ვიზიტისას, მიმდინარე წლის მაისში მოეწერა ხელი, უპირველეს ყოვლისა, ვგეგმავთ ერთობლივი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას რამდენიმე მიმართულებით. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიასთან კოლაბორაციით, შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც, ასევე, აქტიურად იმუშავებს პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამებისა და კვლევითი პროექტების მიმართულებითაც. ჯგუფი ორგანიზებას გაუწევს პროფესიული ტრენინგების, ვორქშოფებისა და სამეცნიერო კონფერენციების ჩატარებას, კულტურული და სპორტული ღონისძიებების დაგეგმვას, რაშიც აქტიურად ჩაერთვებიან ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდები, რადგან ორივე მხარე დაინტერესებული ვართ აზერბაიჯანელი სტუდენტების საუნივერსიტეტო ცხოვრებაში სრულფასოვნად ინტეგრირების საკითხებით. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 500-ზე მეტი ეთნიკურად აზერბაიჯანელი სტუდენტი იღებს განათლებას. მათ შორის ბევრია მოტივირებული და მაღალრეიტინგული ახალგაზრდა, რომლებსაც სურვილი აქვთ, მაქსიმალურად განვითარდნენ და პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. უნივერსიტეტისგან მათ მუდამ ექნებათ მხარდაჭერა. ვფიქრობთ, რომ სწორედ ეთნიკურად აზერბაიჯანელი სტუდენტები და კურსდამთავრებულები იქნებიან საქართველო-აზერბაიჯანს შორის პარტნიორობის გაღრმავებისა და გაფართოების გარანტები. რაც მთავარია, ერთობლივი მუშაობით ხელს შევუწყობთ ჩვენი ქვეყნების სამეცნიერო-აკადემიურ სივრცეებს შორის თანამშრომლობის განვითარებას“, – განაცხადა რექტორმა დავით გურგენიძემ.
როგორც აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ვაფა კაზდალმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ADA-ს წარმომადგენლთა ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია ახალი პროექტების, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, ქმედითი პარტნიორობა მეტად გააღრმავებს ურთიერთობებს ორი უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური პერსონალსა და სტუდენტებს შორის და მოამზადებს მყარ ნიადაგს ახალი კვლევებისა და პროექტებისთვის.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის წარმომადგენლებმა ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის რარიტეტული კოლექციები და სტუ-ის მე-9 სასწავლო კამპუსში განთავსებული ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ჟიული შარტავას სახელობის უნიკალური სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიული კომპლექსი დაათვალიერეს; შედგა ონლაინ შეხვედრა ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) სამუშაო ვიზიტით მყოფ სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორთან, პროფესორ ზვიად წამალაიძესთან, რომელმაც სტუმრებს CERN-ში, დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე CMS ექსპერიმენტში სტუ-ის მეცნიერ-ფიზიკოსთა მიერ შესრულებული სამუშაოები გააცნო და გლობალურ ექსპერიმენტებში უნივერსიტეტის მკვლევართა ჩართულობის შესახებ ესაუბრა. ვიზიტის ფარგლებში, ADA-ს წარმომადგენლები სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო პროექტებს გაეცნენ და უნივერსიტეტის ეთნიკურად აზერბაიჯანელ სტუდენტებს შეხვდნენ.
Related
GTU Responds to Articles Published in the Newspaper “Asaval-Dasavali”
The Georgian Technical University addresses a series of articles published in issue 86/87 of the newspaper “Asaval-Dasavali” (dated November 9,...
Rector of the GTU Expresses Condolences on the Passing of Professor Nino (Neli) Chichinadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his condolences to...
The Niko Muskhelishvili Institute of Computational Mathematics at the Georgian Technical University has won another international grant project under the “Horizon Europe” framework
“Participation in the WARIE project – funded through “Horizon Europe” – serves as further confirmation of our university’s scientific potential,...
Announcement of the Council of the Faculty of Law and International Relations on Calling the Election for the Position of Head of the Faculty Quality Assurance Office
In accordance with Article 25 of the Law of Georgia "On Higher Education"; Article 22 of the Charter of the...
Students from the Faculty of Business Technologies at the GTU met with representatives from TBC Concept
Organized by the Career Development Service, the meeting between students from the GTU Faculty of Business Technologies and representatives of...
Certificates Awarded to 23 Customs Officers of the Revenue Service
The Georgian Technical University has awarded certificates to 23 customs officers from the Customs Department of the Revenue Service (under...