სტუ-ის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტის (ბაქო) საპატიო დოქტორის წოდება ორ უნივერსიტეტს შორის საგანმანათლებლო-სამეცნიერო კოლაბორაციის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, ასევე, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების გარღმავების ხელშეწყობისთვის მიენიჭა.
სტუ-ის რექტორს საპატიო ჯილდო აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიულჩოხრა მამედოვამ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ბაქოში, აღნიშნულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამართული აკადემიური საბჭოს სპეციალურ სხდომაზე, საქართველოს დელეგაციის ვიზიტისას გადასცა.
ქართული დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში იყვნენ სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია და KIU-ს რექტორი, პროფესორი ალექსანდრე თევზაძე, აზერბაიჯანულ უნივერსიტეტს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეწვია.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სპეციალურ სხდომაზე მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რექსპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების, აკადემიური და სამეცნიერო კოლაბორაციის გაფართოების, ასევე, ორი ქვეყნის სამეცნიერო წრეებისა და ახალგაზრდა თაობების მეტად დაახლოების საკითხებზე, რისი მიღწევაც ერთობლივი სამეცნიერო პროექტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ინტენსიურად განხორციელების გზით არის შესაძლებელი.
„განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მრავალი ათეული წელია ღრმა პარტიორული ურთიერთობები აქტიურად და მაღალ დონეზე ვითარდება. ქართული მხარე ამ მიმართულებით კოლაბორაციის კიდევ მეტად გაფართოებითა და გაღრმავებით არის დაინტერესებული. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის, ემინ ამრულაევის ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით არაერთი შეხვედრა შედგა საქართველოსა და აზერბაიჯანში. ამჟამადაც, საქართველოს დელეგაცია, მინისტრ გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ბაქოში. ვიზიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტი აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტში შედგა. გარდა ამისა, ვიმყოფებოდით აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიაში (ADA), შევხვდით რექტორს, პროფესორ ჰაზიფ ფაშაევს, სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს, სტუდენტებს, ვეწვიეთ ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც რექტორ, პროფესორ ელჩინ ბაბაევთან, აკადემიურ საბჭოსთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, ვიმსჯელეთ მრავალ მნიშვნელოვან საკითხსა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე, რაც ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობას გაცილებით გააძლიერებს და სამეცნიერო კოლაბორაციას, თვისობრივად, კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის პარტნიორული ურთიერთობების მეტად გაღრმავებას“, – აღნიშნა რექტორმა, დავით გურგენიძემ.
აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სპეციალურ სხდომაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და აზერბაიჯანული უნივერსიტეტის რექტორებმა ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის ურთიერთგაგების განახლებულ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
დავით გურგენიძის განცხადებით, დოკუმენტის თანახმად, მხარეები გააძლიერებენ კოლაბორაციას ერთობლივი კვლევითი პროექტების, ერთობლივი და ორმაგი სადიპლომო პროგრამების შემუშავების, პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა გაცვლითი, სტაჟირებისა თუ კულტურულ-შემოქმედებითი პროგრამების გააქტიურების, ერთობლივი საგანმანათლებლო-მეთოდური და პრაქტიკული ბაზების ამოქმედების, ერთობლივი საბაკალავრო და სამაგისტრო სადისერტაციო საბჭოების დაფუძნების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ორ უნივერსიტეტს შორის მრავალმხრივი კოლაბორაციის გაღრმავებას, ასევე, საქართველოსა და აზერბაიჯანის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სივრცეების მეტად დაახლოებას.
აზერბაიჯანის რექსპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს საქართველოს დელეგაცია მინისტრის პირველი მოადგილის, ალექსანდრე წულაძის, მინისტრის მოადგილის, ნოდარ პაპუკაშვილის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიასა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, ალექსანდრე თევზაძის შემადგენლობით ესწრებოდა.
Related
GTU Responds to Articles Published in the Newspaper “Asaval-Dasavali”
The Georgian Technical University addresses a series of articles published in issue 86/87 of the newspaper “Asaval-Dasavali” (dated November 9,...
Rector of the GTU Expresses Condolences on the Passing of Professor Nino (Neli) Chichinadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his condolences to...
The Niko Muskhelishvili Institute of Computational Mathematics at the Georgian Technical University has won another international grant project under the “Horizon Europe” framework
“Participation in the WARIE project – funded through “Horizon Europe” – serves as further confirmation of our university’s scientific potential,...
Announcement of the Council of the Faculty of Law and International Relations on Calling the Election for the Position of Head of the Faculty Quality Assurance Office
In accordance with Article 25 of the Law of Georgia "On Higher Education"; Article 22 of the Charter of the...
Students from the Faculty of Business Technologies at the GTU met with representatives from TBC Concept
Organized by the Career Development Service, the meeting between students from the GTU Faculty of Business Technologies and representatives of...
Certificates Awarded to 23 Customs Officers of the Revenue Service
The Georgian Technical University has awarded certificates to 23 customs officers from the Customs Department of the Revenue Service (under...