სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები შეხვდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელ კურსის სტუდენტებს, მაგისტრებს და დოქტორანტებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები შეხვდნენ.
შეხვედრაზე, რომელიც სტუ-ის სტუდენტური სერვისების ცენტრის და სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით გაიმართა, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ადამიანური რესურსების სამმარველოს უფროსმა ხათუნა ბერიძემ და ბიუროს უფროსის მოადგილე მერაბ მურღულიამ სტუდენტებს საინჟინრო-ექსპერტიზის და ასევე, ნორმატიული ექსპერტიზის სამმართველოებში სტაჟირების პროგრამის შესახებ ინფორმაცია გააცნეს.
სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის ნატო ქათამაძის თქმით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სტუდენტთა სტაჟირების პროგრამა მოიცავს ერთწლიან პერიოდს.
„ექსპერტიზის ბიურო, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან ნაყოფიერად თანამშრომლობს, ჩვენს მიერ ჩატარებულ ორივე დასაქმების ფორუმს ესწრებოდა, მათი მხრიდან დიდია დაინტერესება, ამიტომ ხშირად გვიგზავნიან არსებულ ვაკანსიებს. აღსანიშნავია, რომ სტუდენტების მხრიდან დიდი დაინტერესებაა და ეს გასაგებიცაა, როგორც სამშენებლო მიმართულება, ასევე ექსპერტიზა სპეციფიკური დარგებია და მოთხოვნა დიდია. ტექნიკური უნივერსიტეტი მუდმივად ზრუნავს სტუდენტების კარიერულ წინსვლაზე, სტუდენტებს უადვილებს დასაქმებას. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამშენებლო ფაკულტეტს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან, ტარდება სხვადასხვა აქტივობა, რაც ორივე მხარისთვის, როგორც დამსაქმებლისთვის, ასევე სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა“, – აცხადებს ნატო ქათამაძე.
შეხვედრის დასასრულს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა სტუდენტების კითხვებს გასცეს პასუხები.
Related
GTU Responds to Articles Published in the Newspaper “Asaval-Dasavali”
The Georgian Technical University addresses a series of articles published in issue 86/87 of the newspaper “Asaval-Dasavali” (dated November 9,...
Rector of the GTU Expresses Condolences on the Passing of Professor Nino (Neli) Chichinadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his condolences to...
The Niko Muskhelishvili Institute of Computational Mathematics at the Georgian Technical University has won another international grant project under the “Horizon Europe” framework
“Participation in the WARIE project – funded through “Horizon Europe” – serves as further confirmation of our university’s scientific potential,...
Announcement of the Council of the Faculty of Law and International Relations on Calling the Election for the Position of Head of the Faculty Quality Assurance Office
In accordance with Article 25 of the Law of Georgia "On Higher Education"; Article 22 of the Charter of the...
Students from the Faculty of Business Technologies at the GTU met with representatives from TBC Concept
Organized by the Career Development Service, the meeting between students from the GTU Faculty of Business Technologies and representatives of...
Certificates Awarded to 23 Customs Officers of the Revenue Service
The Georgian Technical University has awarded certificates to 23 customs officers from the Customs Department of the Revenue Service (under...