სტუ-ის შემოქმედებითმა ჯგუფმა – Music Art House, საგარეჯოში კონცერტი გამართა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურ ბაზაზე არსებულმა შემოქმედებითმა ჯგუფმა საგარეჯოში, მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის მიწვევით, კონცერტი გამართა.
კონცერტი საგარეჯოს კულტურის სასახლის დიდ დარბაზში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემოქმედებითი ჯგუფის – Music Art House, აქტიურ შემადგენლობაში შემავალმა არტისტებმა, მათ შორის: სოლო შემსრულებელმა (პიანისტი) – საბა ბასიაშვილმა, გოგონათა ვოკალურმა ბენდმა – Stars Wings და მუსიკალურმა ჯგუფმა – „მარე “.
კონცერტზე, რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ახალგაზრდები და სკოლის მოსწავლეები, შემოქმედებითმა ჯგუფმა – Music Art House, შეასრულა კომპოზიტორების გია ყანჩელის, ჯანსუღ კახიძის კომპოზიციები, The Beatles-ის შემოქმედებიდან ცნობილი სინგლები და ასევე, ჯგუფის მონაწილე სტუდენტების საავტორო კომპოზიციები.
საუნივერსიტეტო შემოქმედებითმა ჯგუფის – Music Art House, მუსიკალური პროდიუსერის გიორგი ქურასბედიანის თქმით, კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა, რაც დიდი მოტივაციაა ჯგუფის წევრებისთვის, იმ ფონზე, როცა, ჯგუფმა ერთი წელია, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა ახალი თაობა შემოიერთა და ამ პერიოდში საუკეთესო რეპერტუარი შექმნა.
“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ოდითგანვე წარმოადგენდა შემოქმედებითი ახალგაზრდების კერას. ჩვენ ვამაყობთ, რომ შევძელით ღირსეულად გაგვეგრძელებია დიდი ტრადიციები. მადლობას ვუხდით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს და უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელს დავით ოქიტაშვილს, ადმინისტრაციას, იმ მხარდაჭერისა და დახმარებისთვის, რაც საშუალებას გვაძლევს მაღალი დონის საუნივერსიტეტო განათლების მიღებასთან ერთად, პროფესიონალურ დონეზე განვახორციელოთ შემოქმედებითი აქტივობები”, – აცხადებს გიორგი ქურასბედიანი.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემოქმედებითი ჯგუფი – Music Art House, წელს პირველად მონაწილეობს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ფართომასშტაბიან ღონისძიებაში “სტუდენტური ფესტივალი-2024”, სადაც Music Art House-ის არტისტები სამ კატეგორიაში – სოლო სიმღერა, დუეტი და მუსიკალური ბენდების კონკურსი – მონაწილეობენ.
Related
GTU Responds to Articles Published in the Newspaper “Asaval-Dasavali”
The Georgian Technical University addresses a series of articles published in issue 86/87 of the newspaper “Asaval-Dasavali” (dated November 9,...
Rector of the GTU Expresses Condolences on the Passing of Professor Nino (Neli) Chichinadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his condolences to...
The Niko Muskhelishvili Institute of Computational Mathematics at the Georgian Technical University has won another international grant project under the “Horizon Europe” framework
“Participation in the WARIE project – funded through “Horizon Europe” – serves as further confirmation of our university’s scientific potential,...
Announcement of the Council of the Faculty of Law and International Relations on Calling the Election for the Position of Head of the Faculty Quality Assurance Office
In accordance with Article 25 of the Law of Georgia "On Higher Education"; Article 22 of the Charter of the...
Students from the Faculty of Business Technologies at the GTU met with representatives from TBC Concept
Organized by the Career Development Service, the meeting between students from the GTU Faculty of Business Technologies and representatives of...
Certificates Awarded to 23 Customs Officers of the Revenue Service
The Georgian Technical University has awarded certificates to 23 customs officers from the Customs Department of the Revenue Service (under...