სტუ-ის სტუდენტებისთვის ჩეხმა პროფესორებმა მშენებლობის უსაფრთხოების საკითხებზე საჯარო ლექცია გამართეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, მშენებლობაში უსაფრთხოების საერთაშორისოდ რეკომენდებული სტანდარტების შესახებ, ოსტრავას ტექნიკური უნივერსიტეტის (ჩეხეთი) პროფესორებმა საჯარო ლექცია გამართეს.
ჩეხი პროფესორები – ვერონიკა მესა, ჟირი პოკორნი და მარეკ სმეტანა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში ეწვივნენ.
საჯარო ლექციაზე სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის სამივე საფეხურის სტუდენტები, ვიზუალური მასალის თანხლებით, გაეცნენ მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების დაცვის თანამედროვე სტანდარტებს, რომლებიც დარგში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არის რეკომენდებული. ოსტრავას ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა დეტალურად ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სამშენებლო ნორმები და წესები ელექტრო, აირსაშემდუღებლო, დატვირთვა-განტვირთვის, საიზოლაციო, მიწის, ქვის, ბეტონისა და რკინაბეტონის, სამონტაჟო და სხვა სამშენებლო საქმის წარმოებისას, უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნები, სამშენებლო მოედნის ორგანიზაციის უახლესი მიდგომები, სამშენებლო მანქანების, ტექნიკური აღჭურვილობისა და სატრანსპორტო საშუალებების სათანადო ექსპლუატაციის საკითხები. ჩეხმა პროფესორებმა, ასევე, ყურადღება გაამახვილეს მშენებლობის სფეროში დაკავებული პერსონალის უსაფრთხოების, ცხოველთა თუ მცენარეული საფარის დაცვისა და სხვა გარემოსდაცვით გამოწვევებზე.
ვიზიტის ფარგლებში, ოსტრავას ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის ლაბორატორიული და სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, შეხვდნენ ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ზურაბ გვიშიანს, ფაკულტეტის ადმინისტრაციასა და სამეცნიერო-აკადემიურ პერსონალს, რომელთაც ოსტრავას ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო-საინჟინრო მიმართულების პრიორიტეტული კვლევები გააცნეს. სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის მიღწევებისა და მიმდინარე კვლევების, მათ შორის სტუდენტური პროექტების შესახებ ვრცელი ინფორმაცია სტუმრებს ფაკულტეტის დეკანმა და დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა გაუზიარეს.
როგორც სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა გინა გურეშიძემ აღნიშნა, ჩეხ კოლეგებთან შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სამომავლო სამეცნიერო-აკადემიური კოლაბორაციის საკითხები და ორივე უნივერსიტეტის სტუდენტთა ჩართულობით, საგანმანათლებლო-კვლევითი პროექტების განხორციელების შესახებ იმსჯელეს. გინა გურეშიძის თქმით, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე, ასევე, სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის გააქტიურებაზე, რაც ორივე უნივერსიტეტში სწავლა-სწავლების პროცესის ინტერნაციონალიზაციას შეუწყობს ხელს.
Related
GTU Responds to Articles Published in the Newspaper “Asaval-Dasavali”
The Georgian Technical University addresses a series of articles published in issue 86/87 of the newspaper “Asaval-Dasavali” (dated November 9,...
Rector of the GTU Expresses Condolences on the Passing of Professor Nino (Neli) Chichinadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his condolences to...
The Niko Muskhelishvili Institute of Computational Mathematics at the Georgian Technical University has won another international grant project under the “Horizon Europe” framework
“Participation in the WARIE project – funded through “Horizon Europe” – serves as further confirmation of our university’s scientific potential,...
Announcement of the Council of the Faculty of Law and International Relations on Calling the Election for the Position of Head of the Faculty Quality Assurance Office
In accordance with Article 25 of the Law of Georgia "On Higher Education"; Article 22 of the Charter of the...
Students from the Faculty of Business Technologies at the GTU met with representatives from TBC Concept
Organized by the Career Development Service, the meeting between students from the GTU Faculty of Business Technologies and representatives of...
Certificates Awarded to 23 Customs Officers of the Revenue Service
The Georgian Technical University has awarded certificates to 23 customs officers from the Customs Department of the Revenue Service (under...