სტუ-მ ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვირეულის ლოგოს შექმნასთან დაკავშირებით კონკურსი გამოაცხადა
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, სტუ-ის ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვირეულის ლოგოს შექმნასთან დაკავშირებით, კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ. საკონკურსო პირობები უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ბრძანების შესაბამისად განისაზღვრა.
კონკურსი ღია და ანონიმურია. კონკურსანტებმა საკონკურსო მასალები 2024 წლის 20 მარტის ჩათვლით, 18.00 საათამდე უნდა წარადგინონ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცელარიაში, მისამართზე: თბილისი, მერაბ კოსტავას 77, სტუ-ის ადმინისტრაციული შენობა, 1-ლი სართული.
რექტორის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო ჟიური გამოავლენს ერთ გამარჯვებულ პროექტს, რომლის ავტორს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ჯილდოს სახით, 2000 (ორი ათასი) ლარი გადაეცემა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა საკონკურსო წინადადება უნდა წარადგინონ მსუბუქი მასალისგან დამზადებულ A2 ვერტიკალურ პლანშეტზე ნაბეჭდი პროექტის სახით, ასევე, ელექტრონულ ვერსიაში (CD/DVD). საკონკურსო წინადადებას აუცილებლად უნდა ახლდეს ამობეჭდილი განმარტებითი ბარათი (A4 ზომის ფორმატი, N 12 შრიფტი), რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2 გვერდს და მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ესკიზის კონცეფცია, ასევე, მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვა, მასალაში შესრულების შემთხვევაში.
კონკურსანტების მიერ წარდგენილ თითოეულ საკონკურსო მასალას, პროექტის იდენტიფიცირებისა და ავტორთა ანონიმურობის დაცვის მიზნით, სარეგისტრაციო კოდი მიენიჭება. შესაბამისად, საკონკურსო პროექტების ავტორის ან ავტორთა ჯგუფის ვინაობა ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დალუქული კონვერტების გახსნისას გახდება ცნობილი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკონკურსო ჟიური 2024 წლის 21 მარტის ჩათვლით იმუშავებს. კონკურსის შედეგები მიმდინარე წლის 22 მარტს, 14:00 საათზე გამოცხადდება.
საკონკურსო პროექტების გამოფენა გაიხსნება 2024 წლის 22 მარტს, 10:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მე-3 სართულის ფოიეში.
Related
GTU Responds to Articles Published in the Newspaper “Asaval-Dasavali”
The Georgian Technical University addresses a series of articles published in issue 86/87 of the newspaper “Asaval-Dasavali” (dated November 9,...
Rector of the GTU Expresses Condolences on the Passing of Professor Nino (Neli) Chichinadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his condolences to...
The Niko Muskhelishvili Institute of Computational Mathematics at the Georgian Technical University has won another international grant project under the “Horizon Europe” framework
“Participation in the WARIE project – funded through “Horizon Europe” – serves as further confirmation of our university’s scientific potential,...
Announcement of the Council of the Faculty of Law and International Relations on Calling the Election for the Position of Head of the Faculty Quality Assurance Office
In accordance with Article 25 of the Law of Georgia "On Higher Education"; Article 22 of the Charter of the...
Students from the Faculty of Business Technologies at the GTU met with representatives from TBC Concept
Organized by the Career Development Service, the meeting between students from the GTU Faculty of Business Technologies and representatives of...
Certificates Awarded to 23 Customs Officers of the Revenue Service
The Georgian Technical University has awarded certificates to 23 customs officers from the Customs Department of the Revenue Service (under...