სტუ-მ „მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“ აღსანიშნად მზადება დაიწყო
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა „მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“ აღსანიშნად მზადება დაიწყო.
მეცნიერების მსოფლიო დღის აღსანიშნავ ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტისა და საუნივერსიტეტო სივრცეში ინტეგრირებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების სამეცნიერო-აკადემიური წრეების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სტუ-ის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, ფაკულტეტების დეკანები, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები.
ღონისძიება გახსნა სტუ-ის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა. როგორც რექტორის მოადგილემ განაცხადა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იწყებს მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზებას, რათა ამიერკავკასიაში ერთ-ერთი წარმატებული უმაღლესი საინჟინრო სკოლა ამ მნიშვნელოვან თარიღს სათანადოდ მომზადებული შეხვდეს.
„წელს 22 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც UNESCO-მ 10 ნოემბერი მეცნიერების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. 2001 წლიდან ყოველ წელს აღინიშნება მეცნიერების მსოფლიო დღე, რომლის ლაიტმოტივი მშვიდობისა და განვითარებისკენაა მიმართული. ამდენად ყოველწლიურად იკრიბებიან მეცნიერები, რათა ფართო საზოგადოების ყურადღება მიიქციონ არსებული სამეცნიერო საკითხების განსახილველად. ეს დღე ასევე ხაზს უსვამს მეცნიერების აქტუალობას ჩვენს ყოფით ცხოვრებაში. დღეს ჩვენი შეკრების მიზეზი ორმაგ შინაარს ატარებს: პირველი, მოვემზადოთ და 10 ნოემბერს მეცნიერების დღესთან დაკავშირებით გავმართოთ ფართო ბრიფინგი და მეორე, ჩვენ გვჭირდება კლასტერული ინტეგრაცია, რაც დარგთაშორისი ცოდნის გაზიარებაა. ჩვენი კვლევითი სფეროს პოტენციალი საკმაოდ შთამბეჭდავია, მაგრამ დღევანდელ დღეს სჭირდება ცოდნისა და გამოცდილების ინტეგრაცია. ასეთ შეხვედრებს მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ინიციატივით ვატარებდით და ჩავთვალოთ, რომ ეს შეხვედრები იქნება რეგულარული“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა.
შეხვედრაზე გამომსვლელებმა ისაუბრეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა მიღწევებზე საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს მთავრობისთვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ასევე, მეცნიერებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.
Related
GTU Responds to Articles Published in the Newspaper “Asaval-Dasavali”
The Georgian Technical University addresses a series of articles published in issue 86/87 of the newspaper “Asaval-Dasavali” (dated November 9,...
Rector of the GTU Expresses Condolences on the Passing of Professor Nino (Neli) Chichinadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his condolences to...
The Niko Muskhelishvili Institute of Computational Mathematics at the Georgian Technical University has won another international grant project under the “Horizon Europe” framework
“Participation in the WARIE project – funded through “Horizon Europe” – serves as further confirmation of our university’s scientific potential,...
Announcement of the Council of the Faculty of Law and International Relations on Calling the Election for the Position of Head of the Faculty Quality Assurance Office
In accordance with Article 25 of the Law of Georgia "On Higher Education"; Article 22 of the Charter of the...
Students from the Faculty of Business Technologies at the GTU met with representatives from TBC Concept
Organized by the Career Development Service, the meeting between students from the GTU Faculty of Business Technologies and representatives of...
Certificates Awarded to 23 Customs Officers of the Revenue Service
The Georgian Technical University has awarded certificates to 23 customs officers from the Customs Department of the Revenue Service (under...