სტუ-ში ჩატარდა მესამე საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი: „ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები გარემოს ინჟინერიაში“
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე მესამე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარს „ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები გარემოს ინჟინერიაში“ ესწრებოდნენ სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი, სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტის, პოლონეთის ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლები, სხვა მოწვეული სტუმრები და სტუდენტები.
სემინარს ასევე ესწრებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია.
სემინარი გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა. დავით გურგენიძის განმარტებით, მესამე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი გამორჩეულია, როგორც მეცნიერული თვალსაზრისით, ასევე, ახალი კავშირების დამყარებისა და ახალი ერთობლივი პროექტების წამოწყებისთვის.
„მოხარული ვარ, გავხსნა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი, რომელსაც ესწრებიან ჩვენი კოლეგები და მეგობრები უცხოეთიდან, ესწრება მიტროპოლიტი ანანია, სტუდენტები, მეცნიერები. ეს არის პრაქტიკული სემინარი, სადაც მომავალი მშენებლები, ჩვენი სტუდენტები დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან გაიგებენ იმ ინოვაციების შესახებ, რომელიც გარემოს ინჟინერიაში იკიდებს ფეხს. გარემოსდაცვითი ინჟინრები პირდაპირ გავლენას ახდენენ დედამიწის ჯანმრთელობაზე, ისინი ჩართულნი არიან წყლისა და ჰაერის დაბინძურების კონტროლში, გადამუშავებაში, ნარჩენების განადგურებაში და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებში. ამდენად მიმდინარე სემინარი ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მეცნიერებისთვის, არამედ, რაც მთავარია, სტუდენტებისთვის. წარმატებებს ვუსურვებ სემინარის მონაწილეებს“, – განაცხადა რექტორმა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანმა, ზურაბ გვიშიანმა მადლობა გადაუხადა რექტორს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, ხოლო ქართველ და უცხოელ კოლეგებს სემინარში მონაწილეობისა და აქტიურობისთვის.
„შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უნივერსიტეტისა და ფაკულტეტისათვის. ეს არის პლატფორმა, სადაც ერთმანეთს ხვდებიან სხვადასხვა სპეციალობის, სხვადასხვა მიმართულების ინჟინრები და ერთად ფიქრობენ იმ საკითხებზე, რომელიც დღეს აწუხებს მსოფლიოს, როგორიცაა, კლიმატის ცვლილება, გახშირებული კატასტროფული მოვლენები, სუფთა წყალი, წყალმომარაგება და ასე შემდეგ. სემინარი ძალიან მნიშვნელოვანია ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობენ არა მხოლოდ მეცნიერები, არამედ, სამივე საფეხურის სტუდენტები, ბაკალავრები, მაგისტრები და დოქტორანტები. ახალგაზრდებს შეგვიძლია ახალი ჰორიზონტი გავუხსნათ, დავანახოთ როგორ შეიძლება ითანამშრომლონ კოლეგებთან და ერთობლივად გადაჭრან მტკივნეული საკითხები, ჩაატარონ კვლევები, მოიპოვონ გრანტი“, – განაცხადა ზურაბ გვიშიანმა.
მესამე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი – „ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები გარემოს ინჟინერიაში“, ორ სესიად ჩატარდა.
Related
GTU Responds to Articles Published in the Newspaper “Asaval-Dasavali”
The Georgian Technical University addresses a series of articles published in issue 86/87 of the newspaper “Asaval-Dasavali” (dated November 9,...
Rector of the GTU Expresses Condolences on the Passing of Professor Nino (Neli) Chichinadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his condolences to...
The Niko Muskhelishvili Institute of Computational Mathematics at the Georgian Technical University has won another international grant project under the “Horizon Europe” framework
“Participation in the WARIE project – funded through “Horizon Europe” – serves as further confirmation of our university’s scientific potential,...
Announcement of the Council of the Faculty of Law and International Relations on Calling the Election for the Position of Head of the Faculty Quality Assurance Office
In accordance with Article 25 of the Law of Georgia "On Higher Education"; Article 22 of the Charter of the...
Students from the Faculty of Business Technologies at the GTU met with representatives from TBC Concept
Organized by the Career Development Service, the meeting between students from the GTU Faculty of Business Technologies and representatives of...
Certificates Awarded to 23 Customs Officers of the Revenue Service
The Georgian Technical University has awarded certificates to 23 customs officers from the Customs Department of the Revenue Service (under...