სტუ-ში ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დღე აღინიშნა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დღე აღინიშნა.
ინსტიტუტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, კანცლერი კარლო კოპალიანი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ასევე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი გიორგი ჯაფარიძე და სხვა მოწვეული სტუმრები.
ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა. აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ მეცნიერ-თანამშრომლებს მიულოცა ინსტიტუტის დღე და წარმატებები უსურვა მათ. როგორც დავით გურგენიძემ აღნიშნა, მალე ინსტიტუტში მთელი სიმძლავრით ამუშავდება მაღალი წარმადობის მქონე გამოთვილითი კომპლექსი, რომელიც ინსტიტუტმა ევრო-გრანტის და შოთა რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით შეიძინა.
„ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი 76 წლისაა. ეს არის ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუტი ევროპული სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურით, სადაც მაღალკვალიფიციური მეცნიერები მოღვაწეობენ. ყველაზე სასიხარულოა ის, რომ ღვაწლმოსილი მეცნიერების გვერდით ახალი თაობა დგას, რომელსაც ყველა პირობა აქვს საქართველოს, სტუ-ისა და გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სახელი მსოფლიოს გააცნონ. საკმარისია გავიხსენოთ ინსტიტუტის ერთ-ერთი გამარჯვება, რაც უკავშირდება ევროკომისიის „Horizon Europe”-ს პრესტჟულ საერთაშორისო გრანტს. ინსტიტუტმა მოიპოვა გრანტი და მეცნიერები კვლევებს ატარებენ გერმანელ და ფრანგ სამეცნიერო წრეებთან ერთად. რაც მთავარია, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სტრატეგიული ნაბიჯების გადაგდმა საქართველოს ინტეგრირების მიმართულებით ევროპულ სისტემაში, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს ევროპის ლიდერობა ხელოვნური ინტელექტის დღევანდელ და მომავლის ტექნოლოგიებში. მინდა ინსტიტუტის ყველა თანამშრომელს, ძველი და ახალი თაობის მეცნიერებს ინსტიტუტის დღე მივულოცო და წარმატებები ვუსურვო“, – აღნიშნა დავით გურგენიძემ.
ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ვახტანგ კვარაცხელიამ მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს ინსტიტუტის დღის დაარსებისა და იმ მხარდაჭერისთვის, რასაც დავით გურგენიძე თითოეული მეცნიერის მიმართ იჩენს.
როგორც ვახტანგ კვარაცხელიამ აღნიშნა გასული საუკუნის 50-იან წლებში ნიკო მუსხელიშვილმა სწორად განჭვრიტა გამოთვლითი მათემატიკისა და ინფორმატიკის განვითარების პერსპექტივები და მნიშვნელობა, როგორც წმინდა მეცნიერული, ასევე გამოყენებითი თვალსაზრისით. ნიკო მუსხელიშვილის დამსახურებით საქართველოში, საბჭოთა კავშირის მასშტაბით, მათემატიკის ინსტიტუტი ერთ-ერთი პირველი გაიხსნა. გამოთვლითმა ცენტრმა დაიკავა განმსაზღვრელი ადგილი საქართველოში ელექტრონული გამოთვლითი ტექნიკის ათვისების, მისი გამოყენების ტრადიციების ჩამოყალიბებისა და დამკვიდრების საქმეში.
„დღეისათვის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევით და საინფორმაციო-ანალიტიკური ტიპის თანამედროვე დაწესებულებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების პირობებში ახალი ცოდნის მოპოვებას, გავრცელებას და გამოყენებას ფუნდამენტური, ტექნოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის სფეროში. ინსტიტუტში აღზრდილი მრავალი სპეციალისტი დღესაც წარმატებით საქმიანობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. თავისი არსებობის მანძილზე გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი იყო და არის სამეცნიერო დაწესებულება, სადაც მიმდინარეობს კვლევები გამოთვლითი მეთოდების, სტოქსტური ანალიზის, მათემატიკური მოდელირებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე ინსტიტუტში შესაძლებელია ისეთი სამუსაოების ჩატარება, როგორიცაა, მაგალითად, ბუნებრივი ან ტექნიკური ხასიათის კატასტროფის შემთხვევაში მოვლენათა შემდგომი შესაძლო განვითარების ანალიზი, სატრანსპორტო სისტემების ფუნქციონირების რეგულირება, გადაწყვეტილებათა მირების მხარდამჭერი და კომპიუტერული მოდელირების გამოყენებით და მრავალი სხვა. მინდა ჩვენი ინსტიტუტის თითოეულ თანამშრომელს, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ინსტიტუტის წარმატებაში, დიდი მადლობა გადავუხადო დაუღალავი შრომისთვის. გილოცავთ ინსტიტუტის დღეს“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში ვახტანგ კვარაცხელიამ.
სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დღე კოლეგებს მიულოცეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა რამაზ ხუროძემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა ვლადიმერ პაპავამ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა გიორგი ჯაფარიძემ.
ღონისძიების დასასრულ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა საპატიო დიპლომები გადასცა ნიკო მუსხელიშვილის გამოთვილითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეს გიორგი გიორგობიანს და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს ჰამლეტ მელაძეს.
Related
GTU Responds to Articles Published in the Newspaper “Asaval-Dasavali”
The Georgian Technical University addresses a series of articles published in issue 86/87 of the newspaper “Asaval-Dasavali” (dated November 9,...
Rector of the GTU Expresses Condolences on the Passing of Professor Nino (Neli) Chichinadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his condolences to...
The Niko Muskhelishvili Institute of Computational Mathematics at the Georgian Technical University has won another international grant project under the “Horizon Europe” framework
“Participation in the WARIE project – funded through “Horizon Europe” – serves as further confirmation of our university’s scientific potential,...
Announcement of the Council of the Faculty of Law and International Relations on Calling the Election for the Position of Head of the Faculty Quality Assurance Office
In accordance with Article 25 of the Law of Georgia "On Higher Education"; Article 22 of the Charter of the...
Students from the Faculty of Business Technologies at the GTU met with representatives from TBC Concept
Organized by the Career Development Service, the meeting between students from the GTU Faculty of Business Technologies and representatives of...
Certificates Awarded to 23 Customs Officers of the Revenue Service
The Georgian Technical University has awarded certificates to 23 customs officers from the Customs Department of the Revenue Service (under...