სტუ-ში საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დღე აღინიშნა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დღე აღინიშნა.
ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ივანე ჯაგოდნიშვილმა. მან ფაკულტეტის ისტორია მიმოიხილა და იმ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომლებმა და სტუდენტებმა განახორციელეს. ივანე ჯაგოდნიშვილმა მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს, ასევე, სტუ-ის რექტორს უნივერსიტეტში „ფაკულტეტის დღის“ დაარსებისა და იმ მხარდაჭერისთვის, რასაც დავით გურგენიძე თითოეული ფაკულტეტის, მეცნიერისა და სტუდენტის მიმართ იჩენს.
„წელს, უკვე მეორედ, აღვნიშნავთ ფაკულტეტის დღეს. 2023 წელს რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, უნივერსიტეტში საფუძველი ჩაეყარა ფაკულტეტების დღის აღნიშვნის ტრადიციას. წელიწადში ერთხელ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, განსხვავებულ ფორმატში წარვდგეთ ერთმანეთისა და მოწვეული სტუმრების წინაშე. სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ ერთი წლის განმავლობაში ფაკულტეტმა ბევრ წარმატებას მიაღწია. რექტორის მხარდაჭერით, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დაფუძნდა ქრისტიანული კვლევების ლაბორატორია. რექტორისვე ინიციატივითა და მხარდაჭერით, ჩვენთან უკვე მოქმედებს ახალი სასწავლო კურსი – ქართული სახელმწიფოს ისტორია და ქრისტიანული ცივილიზაცია, რომელსაც მეუფე ანანია ხელმძღვანელობს. მეუფის ხელმძღვანელობით განხორციელდა ისტორიულ საქართველოში, ლორე-ტაშირში ექსპედიცია, ხოლო ფაკულტეტის არქეოლოგიის დეპარტამენტმა სამი ექსპედიცია, მათ შორის, ერთი საერთაშორისო, ორი საქართველოში, განახორციელა. ღონისძიებას ესწრება ჩვენი მეგობარი დავით ნარმანია, რომელმაც თბილისის მერობის დროს თბილისის ზღვის არქეოლოგიური გამოკვლევას ჩაუყარა საფუძველი. ჩვენმა სტუდენტებმა და აკადემიურმა პერსონალმა კვლევის დროს სკვითი მეომრის სამარხი გახსნეს. განვლილი ერთი წლის განმავლობაში ჩავატარეთ 4 საერთაშორისო კონფერენცია. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო და საბუნებისმეტყველო დარგებთან ერთად წარმატებით ვითარდება ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, ეს უკვე საერთაშორისო ასპარეზზეც ცნობილი და აღიარებულია, რაც დიდი პასუხისმგებლობა და დიდი გამოწვევაა. წარმატებები მინდა ვუსურვო უნივერსიტეტს, ფაკულტეტს“, – განაცხადა ივანე ჯაგოდნიშვილმა.
ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიების ფარგლებში ლაბორატორიაში სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო და შემოქმედებითი მიღწევების გამოფენა-დათვალიერება გაიმართა. გამოფენაზე გამოტანილი იყო სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა თვითშემოქმედება.
საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს ფაკულტეტის დღე მიულოცა სტუ-ის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში. როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის წარმატების ერთ-ერთი თვალსაჩინოება გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრებიცაა.
„8 თებერვალი წმინდა მეფე დავითის ხსენების დღეა. სწორედ დღეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი თავისი დაარსების დღეს აღნიშნავს. ვულოცავ ჩვენს კოლეგებს, მინდა მრავალი წარმატება ვუსურვო აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალს, განსაკუთრებით კი – სტუდენტებს და აქვე გავაჟღერო რექტორის ინიციატივა, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, უნივერსიტეტს, თითოეულ ფაკულტეტს, პირველ რიგში კი სტუდენტებს დიდ წარმატებას მოუტანს. ჩვენ გვყავს საუკეთესო მეცნიერები და მკვლევრები, რომელთა საქმიანობას იცნობენ საზღვარგარეთ, ამდენად რექტორის სურვილია ფაკულტეტებმა მაქსიმალურად გამოიყენონ შესაძლებლობები და მომავალ წელს საერთაშორისო აკრედიტებული და ორმაგდიპლომიანი პროგრამები შესთავაზონ ახალ თაობას. ეს არც თუ ისე რთულია, იმ ფონზე, როცა დავით გურგენიძის დამსახურებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უკვე მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმატებულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს. წარმატებები მინდა გისურვოთ“, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.
ღონისძიების დასასრულს, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით უნივერსიტეტის საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ პროფესორები დავით ნარმანია და გურამ ჯოლია, ასოცირებული პროფესორები მერაბ ძნელაძე და ვაჟა სადრაძე. მადლობის სიგელები გადაეცათ საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს.
Related
GTU Responds to Articles Published in the Newspaper “Asaval-Dasavali”
The Georgian Technical University addresses a series of articles published in issue 86/87 of the newspaper “Asaval-Dasavali” (dated November 9,...
Rector of the GTU Expresses Condolences on the Passing of Professor Nino (Neli) Chichinadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his condolences to...
The Niko Muskhelishvili Institute of Computational Mathematics at the Georgian Technical University has won another international grant project under the “Horizon Europe” framework
“Participation in the WARIE project – funded through “Horizon Europe” – serves as further confirmation of our university’s scientific potential,...
Announcement of the Council of the Faculty of Law and International Relations on Calling the Election for the Position of Head of the Faculty Quality Assurance Office
In accordance with Article 25 of the Law of Georgia "On Higher Education"; Article 22 of the Charter of the...
Students from the Faculty of Business Technologies at the GTU met with representatives from TBC Concept
Organized by the Career Development Service, the meeting between students from the GTU Faculty of Business Technologies and representatives of...
Certificates Awarded to 23 Customs Officers of the Revenue Service
The Georgian Technical University has awarded certificates to 23 customs officers from the Customs Department of the Revenue Service (under...