რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის სხდომა სტუ-ში
„2022 წლის 28 იანვარს საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია გახდა ევროპის უნივერსიტეთ ასოციაციის სრულუფლებიანი კოლექტიური წევრი. ეს არის ქვეყნის ინტელექტუალური სუვერენობისა და ევროპული იდენტობის განუყოფელი ნაწილი, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ქართული უნივერსიტეტები დგანან იმ პლატფორმაზე, სადაც იქმნება ევროპის განათლებისა და მეცნიერების მომავლის სტრატეგია. ეს კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად მინისტრის გივი მიქანაძის რეფორმატორული ხედვა და ნაბიჯები უზრუნველყოფს, ქართული უმაღლესი განათლების სწრაფად და მიზნობრივად განვითარებას. სწორედ ამ მიდგომების შედეგად, ჩვენ ვახერხებთ განათლების სისტემის მოდერნიზებას, ინოვაციური მეთოდების დანერგვას და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში აქტიურ ინტეგრაციას“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის რიგით მე-16 სხდომის გახსნისას განაცხადა.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, სამართლის დოქტორი ზვიად გაბისონია, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის (EUA – the European University Association) პრეზიდენტი ჯოზეპ გარელი (Josep M. Garrell), EUA-ის სადოქტორო განათლების საბჭოს წევრი მაურიციო ტირა და საქართველოში აკრედიტებული სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და წარმომადგენლები.
კონფერენცია გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა. აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ თავმჯდომარის რანგში, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის საქმიანობა მიმოიხილა.
მისი განცხადებით, საქართველოს უნივერსიტეტებს ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციასთან მჭიდრო და სისტემატური კომუნიკაცია საშუალებას აძლევს მუდმივად იყვნენ ინფორმირებული ევროპის საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში მიმდინარე ცვლილებებისა და ინვოაციების შესახებ. მიიღონ მონაწილეობა უმაღლესი დონის პოლიტიკურ თუ სტრატეგიულ დისკუსიებში და იმ საკვანძო გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც განსაზღვრავს ევროპული განათლებისა და მეცნიერების მომავალ არქიტექტურას.

რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარის განცხადებით, ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, ქართულმა უმაღლესი განათლების ინსტიტუტციებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ არაერთ ღობისძიებაში (კონფერენცია, ვებინარი, სემინარი და ა.შ.), რომელთა მთავარი მიზანი იყო უმაღლესი განათლების ხარისხის კულტურის გაძლიერება, საერთაშორისო პრაქტიკების გაცნობა და ევროკავშირის უმაღლესი განათლების სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
სტუ-ის რექტორის თქმით, ამ ინიციატივებში ჩართულობამ უნივერსიტეტებისთვის შემდეგ შესაძლებლობებს გაეხსნა გზა: თანამედროვე ევროპული მიდგომებისა და ინოვაციური პრაქტიკების გაცნობა ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში; კოლაბორაციული ქსელების გაღრმავება ევროპის პარტნიორ უნივერსიტეტებთან; გამოცდილების გაზიარება და საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებისთვის საჭირო რეკომენდაციების მიღება.
„2023–2025 წლებში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია ინტენსიურად ახორციელებდა საქმიანობას უმაღლესი განათლების სისტემის წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევების ანალიზისა და განვითარების სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრის მიზნით. კონფერენციის სხდომებში რეგულარულად მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე ქვეყნის სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები, რაც უზრუნველყოფდა საკითხთა მრავალმხრივ განხილვასა და გადაწყვეტილებების კოორდინირებულ მიღებას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ კონფერენციამ განიხილა ახალი კანონპროექტები, როგორიცაა: 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამები; უნივერსიტეტებისა და კოლეჯების სტატუსის გამიჯვნა; დისტანციური უნივერსიტეტის მოდელის შემუშავება; უცხოეთში განათლების აღიარების პროცედურები.საგანმანათლებლო პროგრამებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით კონფერენციამ განიხილა – სამწლიანი საბაკალავრო პროგრამების დანერგვა ბიზნესის ადმინისტრირებასა და ტურიზმში (IT მიმართულებაზე მსჯელობა გრძელდება); სადოქტორო პროგრამებისთვის დამტკიცდა ახალი ხარისხის სტანდარტები: უცხოელი რეცენზენტის მონაწილეობა, მინიმუმ ორი გამოქვეყნებული ნაშრომი (ერთ-ერთი ინდექსირებულ საერთაშორისო ჟურნალში) და ასევე, პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსების მოდელი და შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების პრინციპები. კონფერენციის მიერ განხილულ იქნა უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვისა და აკადემიური ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები (ენობრივი მოთხოვნები, დოკუმენტების ავთენტურობა, უსაფრთხოების საკითხები). კონფერენციის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები სამუშაო ვიზიტებისა და ახალი სტრატეგიების შესახებ უცხოელი სტუდენტების მოზიდვის მიმართულებით და გაჟღერდა სამინისტროს მხარდაჭერა საერთაშორისო აკრედიტაციის და ერთობლივი პროგრამების განვითარების საკითხში. 2024 წლის აპრილში გაიმართა სემინარი EUA-ს მონაწილეობით. ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის (EUA) კვლევებისა და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელმა და COARA-ს კოალიციის დამფუძნებელმა პროფესორმა შტეფან ბერგმანსმა წარმოადგინა „EUA Research & Innovation Agenda (კვლევისა და ინოვაციის დღის წესრიგი) – 2027“, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ღია მეცნიერებას, უნივერსიტეტის როლს კვლევასა და მეცნიერებაში, კვლევის ეთიკას და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას კვლევასა და ინოვაციებში“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.
დავით გურგენიძემ მოხსენების დასასრულ ღონისძიების მონაწილეებს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის სამომავლო გეგმები გააცნო. მისი თქმით, 2026 წელს იგეგმება ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილის საზეიმო აღნიშვნა, როგორც საერთო საუნივერსიტეტო ღონისძიება.
ასევე, ახალ საფეხურზე გადავა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა და მოხდება განათლების სფეროში ახალი ინვესტიციების წახალისება. დაიგეგმება უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი ინტერდისციპლინური პროექტები ინტერნაციონალიზაციის, კვლევისა და ინოვაციების მიმართულებით. გაფართოვდება საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, მათ შორის EUA-სა და COARA-ს ჩარჩოებში.
რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მე-16 სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ჯოზეპ გარელმა, რომელმაც ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის ძირითადი ფუნქციებისა და საქმიანობის შესახებ ისაუბრა, ასევე, თავის მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციასთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
ღონისძიების დასასრულ, გამომსვლელთა მოსმენის შემდეგ, დისკუსია გაიმართა.
Related
GTU Rector Expresses Condolences on the Passing of Paata Natsvlishvili
David Gurgenidze, Rector of Georgian Technical University and Academician, on behalf of the university community, expresses deep sorrow over the...
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...