საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფილოსოფიის მსოფლიო დღეს საზეიმო ღონისძიება მიეძღვნება
img.card-img-top{
object-position: 50% 25%;
}
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ფილოსოფიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, 16 ნოემბერს, 15:00 საათზე, საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის დარბაზში, ჰიბრიდულ ფორმატში წარიმართება.
ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გახსნის და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს ტექნიკური უნვიერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.
ღონისძიებაში ონლაინ ჩაერთვებიან: ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორი – ანდრეას არნდტი და ზადარის უნივერსიტეტის (ხორვატია) პროფესორი – იურე ზოვკო.
საჯარო მოხსენებით – „თავისუფლების იდეის ისტორიული და სისტემური საფუძვლები“ წარსდგება საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის პროფესორი, სტუ-ის სამეცნიერო კლასტერის – „სახელმწიფო – სამართალი – კულტურა“ ხელმძღვანელი მამუკა ბერიაშვილი.
ღონისძიების ფინალური ნაწილი საჯარო დისკუსიას დაეთმობა.
ღონისძიების ჩატარების ადგილი: მერაბ კოსტავას 77, სტუ-ის ადმინისტრაციული შენობა, 1-ლი სართული, ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
15.11.2023
Related
Mock National Mathematics Exam at GTU
A mock national mathematics exam was held at the Examination Center of Georgian Technical University, organized by the Faculty of...
“Energy Open Space” Final public lecture of the educational project at GTU
The Faculty of Power Engineering at the Georgian Technical University has successfully concluded its educational project “Energy Open Space,” which...
GTU Security and Fire Safety Personnel Awarded Professional Training Certificates
Eight employees of the Fire Safety Department of the Georgian Technical University’s Security and Safety Service were awarded certificates after...
CERN Scientist Professor Tiziano Camporesi Delivers Public Lecture at GTU
One of the leading scientists of the CMS experiment at the European Organization for Nuclear Research (CERN), Professor Tiziano Camporesi,...
GTU Celebrated Dante International Day and the 20th Anniversary of the Tbilisi Committee of the Dante Alighieri Society
“At Georgian Technical University, we place great importance on international cultural and educational initiatives that promote knowledge, humanistic values, and...
Final exams are starting!
The final exams in GTU will start on June 29th and will continue until July 11th. The table of final...